FM97.5 / LIVE

შსს-მ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.10.2016
"არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას! ნუ შეშინდებით! მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი, თქვენ გვერდით ვართ, იმისთვის, რომ დაგიცვათ"- შინაგან საქმეთა სამინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სოციალური კამპანია „ძალა ნდობას“ დაიწყო.

შსს-მ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია დაიწყო
კამპანია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების, სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

„ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება შსს-ს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. თუმცა, აქვე უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ამ ძალზე მგრძნობიარე პრობლემის დასაძლევად, იმისთვის, რომ პოლიციელმა შეძლოს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა. მივმართავ ყველა მსხვერპლს: არ გაუჩუმდეთ ოჯახში ძალადობას! ნუ შეშინდებით! მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი, თქვენ გვერდით ვართ, იმისთვის, რომ დაგიცვათ!“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კამპანიის პრეზენტაციაზე შს სამინისტროს მიერ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ განხორციელებული პრევენციული ღონისძიებების და ამ მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, ერთი მხრივ, ცნობიერების ამაღლებამ და მეორე მხრივ, შსს-ს თანამშრომელთა სათანადო მომზადებამ განაპირობა ის შედეგი, რომ გამოცემული შემაკავებელი ორდერების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებლები უპრეცედენტოდ გაზრდილია.

ღონისძიებას შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სამთავრობო უწყებების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, ოჯახში ძალადობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და თავად ძალადობის მსხვერპლები ესწრებოდნენ. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი, რეალური ისტორიები უამბეს და იმის შესახებ ისაუბრეს, თუ როგორ გაუმკლავდნენ მათ წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას შსს-ს თანამშრომლების დახმარებით.

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხუთი თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სპეციალური ჟიურის მიერ, ასევე, გამოვლინდა კონკურსის - „საგაზეთო სტატია ოჯახში ძალდობის შესახებ“ 3 გამარჯვებული, რომლებსაც სხვადასხვა პრიზი გადაეცათ.

პრეზენტაციის დასასრულს, ღონისძიების მონაწილეებმა და დამსწრე სტუმრებმა სპეციალურ სტენდზე გამოსახულ ლოგოზე საკუთარი ხელმოწერები დატოვეს და ამით ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შსს-ს სოციალურ კამპანიას შეუერთდნენ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას სტუდენტები შეუერთდნენ
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
'არა ძალადობას' – სოციალური კამპანია ახალციხეში
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას ახალქალაქელი მოსწავლეები გაეცნენ
ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას ქუჩის აქციებით შეუერთდებიან
ოჯახში ძალადობის პირველივე შემთხვევა ორწლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება
ოჯახში ძალადობის შესახებ გამომძიებელთა სპეციალიზაცია დაიწყო