FM97.5 / LIVE

დავით ზარიძე: სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გახშირდა

მთავარისიახლე, სამართალი 23.02.2017
სამცხე–ჯავახეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი, უფროსკლასელებს, სხვადასხვა ტიპის დანაშაულზე ესაუბრა, ყურადღება კი ოჯახში ძალადობაზე გაამახვილა, რადგან, მისი თქმით, ბოლო პერიოდში, რეგიონში, ამ ტიპის დანაშაული გახშირდა.

დავით ზარიძე:  სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გახშირდა

შეხვედრა დღეს, 23 თებერვალს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შედგა. პირველი სკოლის მოსწავლეებს, დანაშაულსა და პრევენციაზე დავით ზარიძე ესაუბრა.

საუბარი ძირითადად, არასრულწლოვანებში დანაშაულებებს და განრიდებას, სამართლებრივ პასუხისმგებლობას, წვრილმან ხულიგნობასა და ადმინისტრაციულ დარღვევებს, ასევე ოჯახში ძალადობას შეეხო.

როგორც შეხვედრის ორგანიზატორები ამბობენ, ღონისძიება არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის შემცირების პროფილაქტიკის მიზნით ჩატარდა. დავით ზარიძის თქმით, ბოლო პერიოდში ოჯახში არასრულწლოვნებზე ძალადობის სტატისტიკა მაღალია.

„ჩვენს არასრულწლოვნებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბევრ შეხვედრებს ვმართავთ, ეს კი იმან განაპირობა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის ფაქტები გამოვლინდა“, – ამბობს იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი დავით ზარიძე და ამატებს, რომ ბიუროში ბოლო პერიოდში ოჯახში ძალადობაზე 25 საქმე შევიდა.

შეხვედრას, 20–მდე არასრულწლოვანი ესწრებოდა, რომლებიც ძირითადად ოჯახში ძალადობისა და არასრულწლოვნებში ხულიგნობის საკითხით დაინტერესდნენ.

„საინტერესო შეხვედრა იყო, თუმცა ყველაზე მეტად ოჯახურმა ძალადობამ დამაინტერესა, რადგან ვთვლი, რომ ეს დღეს ყველაზე აქტუალური თემაა და მეტი ინფორმაციის მიღებაა კარგი იქნება“, – გვითხრა ლანა ტაბატაძემ.

დავით ზარიძე:  სამცხე–ჯავახეთში ოჯახში ძალადობის შემთხვევები გახშირდა

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეცხრე კლასელებთან ქალზე ძალადობის თემაზე შეხვედრა გაიმართა
ოჯახში ძალადობის შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში [ინფოგრაფიკა]
სამცხე-ჯავახეთში რვა თვეში ოჯახში ძალადობის 90 შემთხვევა დაფიქსირდა
სემინარი ოჯახში ძალადობის შესახებ ახალგაზრდებთან
‘ოჯახში ქალზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტები ჭარბობს’ – შსს
ახალციხეში არასრულწოლოვანთა დანაშაულის პრევენციაზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთში,  2018 წელს,  ოჯახში ძალადობის 105 ფაქტი გამოვლინდა