FM97.5 / LIVE

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობა ჩაირთო

მთავარისაზოგადოება » განათლება 05.12.2014
განათლების სამინისტრომ გაზის კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმა, რის შემდეგაც კომპანიამ მეექვსე საჯარო სკოლაში ბუნებრივი აირი შეიყვანა.

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობა ჩაირთო
მეექვსე საჯარო სკოლაში ელექტროღუმელები უკვე აიღეს, მეორე დღეა სკოლა ცენტრალური გათბობით თბება. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეკა დალალიშვილი ამბობს, რომ სკოლაში ბუნებრივი აირი გუშინ, 4 დეკემბერს ჩაირთო.

„სკოლაში ცენტრალური გათბობა უკვე გამართულია. გუშინ სისტემა მთელი ღამე ჩართული დავტოვეთ, რომ დღეს კარგი სითბო ყოფილიყო, – ამბობს ეკა დალალიშვილი და ამატებს, რომ მეექვსე საჯარო სკოლაში სწავლა ხვალ, შაბათსაც იქნება: გაკვეთილები ხვალაც ჩატარდება იმ ცხრილით, რომელი დღეც გაცდა“, – ამბობს დალალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ახალციხეში ზამთრის სეზონი დაიწყო მეექვსე საჯარო სკოლაში ელექტროღუმენებით თბებიან. მიმდინარე წელს განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ შეშაზე მომუშავე ცენტრალური გათბობა გაზზე გადაიყვანა და შენობაში გაზის შესაყვანად ტენდერი გამოაცხადა. თუმცა ტენდერი ჩავარდა და სკოლაში გაზის შეყვანა ვეღარ მოხერხდა.

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ „სამხრეთის კარიბჭეს“ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში განუცხადეს, რომ გაზის კომპანიასთან ხელშეკრულება 24 ნოემბერს გაფორმდებოდა, რის შემდეგაც აღნიშნული კომპანია მეექვსე საჯარო სკოლაში გაზს 25 ნოემბერს ჩართავდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობას დღეს ჩართავენ
მეექვსე საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეჩერდეს
მეექვსე საჯარო სკოლაში ისევ ცივა
მეექვსე სკოლაში სასაწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში სწავლა ორი კვირით შეწყდება
პირველი სკოლა სწავლის დაწყებას მესამე სკოლაში იზეიმებს