FM97.5 / LIVE

მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობას დღეს ჩართავენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 03.12.2014
ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს, 3 დეკემბერს განახლდა. დღეს სკოლაში გათბობაც ჩაირთვება.

მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობას დღეს ჩართავენ

ამ დრომდე ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში ელექტროღუმელებით თბებიან. სიცივის გამო სასწავლო პროცესი რამდენიმე დღით შეწყდა კიდეც. დღეს სკოლაში მოსწავლეების ნაწილი მივიდა და გაკვეთილებიც ტარდება. დღის ბოლომდე კი გათბობის სისტემის ამუშავებას ელოდებან.

„სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს, ყველაფერი მოწესრიგებულია, გათბობის სისტემას დღეს აღადგენენ“, – ამბობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეკა დალალიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მეექვსე საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობა სამი წლის წინ დამონტაჟდა. სისტემა შეშაზე მუშაობდა, მიმდინარე წელს კი განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ცენტრალური გათბობა გაზზე გადაიყვანა და შენობაში გაზის შესაყვანად ტენდერი გამოაცხადა. თუმცა ტენდერი ჩავარდა და სკოლაში გაზის შეყვანა ვეღარ მოხერხდა.

ჯერ კიდევ ორი კვირის წინ „სამხრეთის კარიბჭეს“ სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოში განუცხადეს, რომ გაზის კომპანიასთან ხელშეკრულება 24 ნოემბერს გაფორმდებოდა და 25 ნოემბერს კომპანია მეექვსე საჯარო სკოლაში გაზს ჩართავდა. თუმცა, პროცესი ერთი კვირით გახანგრძლივდა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობა ჩაირთო
მეექვსე საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეჩერდეს
მეექვსე საჯარო სკოლაში ისევ ცივა
მეექვსე სკოლაში სასაწავლო პროცესი შეწყდა
ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ

ნინოწმინდის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა