FM97.5 / LIVE

სკოლები ზამთრისთვის ემზადებიან

მთავარისაზოგადოება » განათლება 08.11.2012
ახალციხის სკოლების ნაწილს ზამთრისთვის შეშა მომარაგებული აქვს, ნაწილი კი საწვავის შეძენას უახლოეს დღეებში აპირებს

სკოლები ზამთრისთვის ემზადებიან
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ყველა საჯარო სკოლაში ცენტრალური გათბობა დამონტაჟებულია, ზოგან ისევ შეშის ღუმელებით თბებიან. ამიტომ სკოლები შეშის მომარაგებას ზამთრის მოახლოვებისთანავე იწყებენ.

ახალციხის საჯარო სკოლებში ცენტრალური გათბობა 2006 წელს დამონტაჟდა. თუმცა, მალევე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და მას შემდეგ აღარ უსარგებლიათ.

ცენტრალური გათბობა მხოლოდ ორი თვის განმავლობაში მუშაობდა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში.

”ანტიფრიზი თავიდანვე არ იყო, გათბობის სისტემამ მხოლოდ ორი თვე, ნოემბერი და დეკემბერი იმუშავა. გამათბობლები კარგად ვერ თბებოდა და პარალელურად ღუმელები დავდგით. ორმაგი ხარჯი გამომდიოდა, გათბობასაც ვამუშავებდით და ღუმელსაც ვანთებდით. იმ წელს ძალიან დიდი ყინვები იყო, მილები დაიყინა და ავარიულად დავცალეთ. მას მერე ხელს ვეღარ ვკიდებთ და ისევ ღუმელზე ვართ”, - ამბობს პირველი საჯარო სკოლის დირექტორი მაკა ჯანაშვილი.

სკოლა ზამთრის სეზონისთვის უკვე მომზადებულია. ჯანაშვილის თქმით, შეშა საკმარისი აქვთ.

შეშის ღუმელებით თბებიან ახალციხის მეორე საჯარო სკოლაშიც. თუმცა, ჯერ მომარაგებული არ აქვთ, რადგან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან დაფინანსება არ მიუღიათ.

”გვპირდებიან, რომ საწვავის ფული კვირის ბოლომდე უნდა იყოს. მოლაპარაკებულები ვართ კერძო მეწარმესთან, ვინც უნდა მოგვამარაგოს შეშით და მომდევნო კვირიდან დავიწყებთ შემოტანას. ჯერ ისევ ღუმელები გვიდგას, რადგან გათბობის სისტემას გარკვეული პრობლემები აქვს და ვერ ვამუშავებთ, - ამბობს ახალციხის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ზედგინიძე და ამატებს, რომ საკუთარი სახსრებით გათბობის სისტემის მოწესრიგებას ვერ გაწვდებიან,- რაც ახალი მთავრობა მოვიდა, უკვე დაგვირეკეს სამინისტროდან და გვკითხეს, რა პრობლემები გვაწუხებს. დაგვპირდნენ, რომ უმოკლეს დროში დაგვეხმარებიან და ცენტრალურ გათბობას აღგვადგენინებენ. სამომავლოდ გვინდა, რომ სკოლაში გაზიც შემოვიყვანოთ, რადგან უფრო ეკონომიურია”.

პირველი და მეორე საჯარო სკოლებისგან განსხვავებით ცენტრალური გათბობით თბებიან მესამე და მეექვსე საჯარო სკოლებში. აქ გათბობა ნოემბრის შუა რიცხვებიდან ჩაირთვება და პირველ აპრილამდე იმუშავებს.

”კლასები, დერეფნები და სპორტდარბაზი სრულად თბება. ახლა მარტო ”ანტიფრიზი” გვჭირდება. ჯერ არ ვიცი საიდან მივიღებთ ამ დახმარებას, მაგრამ იმედი გვაქვს გამგეობა, საკრებულო ან ისევ განათლების სამინისტრო დაგვეხმარება”, - ამბობს ახალციხის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი სვეტა არუთინიანი.

მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ზაზა თამარაშვილის თქმით, გასათბობად გასულ წელს დარჩენილ შეშას და სარემონტო სამუშაობიდან შემორჩენილ ხის მასალას გამოიყენებენ, ხოლო შემდეგ, თუ საჭირო გახდა, შეშას დამატებით შეიძენენ.

”ხარვეზები იყო გათბობის სისტემაში და წელს ესეც მაქსიმალურად გავმართეთ, რომ ყველა კლასი და ყველა კაბინეტი გათბეს”, - განმარტავს ზაზა თამარაშვილი და ამატებს, რომ სამომავლოდ შესაძლოა გათბობის სისტემა გაზზე გადაიყვანონ. თუმცა, ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და სამინისტროს დახმარების გარეშე ვერ შეძლებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლები ზამთარს მომზადებული შეხვდნენ
ახალციხის პირველი სკოლა წელს ისევ შეშით თბება
რითი თბებიან სამცხე–ჯავახეთის სკოლებში
მეექვსე საჯარო სკოლაში გათბობას დღეს ჩართავენ
ახალქალაქის სკოლებში ისევ შეშის ღუმელით გათბებიან
მეექვსე საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი შეჩერდეს
ახალციხის ოთხ ბაღში ისევ ღუმელებით თბებიან