FM97.5 / LIVE

ასპინძაში უმრავლესობას „თავისუფალი დემოკრატები“ გამოაკლდნენ

მთავარიპოლიტიკა 11.11.2014
სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობებიდან უმრავლესობის რიგები, ამ დროისთვის, მხოლოდ, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ დატოვა. სხვა თვითმმართველობებში კი ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

ასპინძაში უმრავლესობას „თავისუფალი დემოკრატები“ გამოაკლდნენ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარემ ალიკა ცინაძემ უმრავლესობა გუშინ, 10 ნოემბერს დატოვა.

„გუშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ კოალიცია დამეტოვებინა, დღეიდან „თავისუფალი დემოკრატების“ დეპუტატი ვარ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში“, – ამბობს ალიკა ცინაძე.

დარჩებიან თუ არა პარტიაში ნინოწმინდისა და ახალქალაქის „თავისუფალი დემოკრატების“ წევრები ჯერ –ჯერობით უცნობია.

„ფრაქციის სხდომა ჯერ არ ჩატარებულა ერთი წევრი გვაკლია და მას ველოდებით, შესაბამისად გადაწყვეტილებაც ჯერ არ მიგვიღია“, – ამბობს ნინოწმინდის მუნიციპალიტტეის საკრებულოს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ვოსკან ელოიანი.

ელოიანის მსგავსად უმრავლესობიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს ბიძინა გოგოლაძეს.

რაც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარეს თამაზ ძაძამიას მას აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში 'თავისუფალი დემოკრატები' კოალიციაში რჩებიან
‘თავისუფალი დემოკრატების’ წევრი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს
პარტია 'თავისუფალი დემოკრატები' ადიგენშიც დატოვეს
„თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო სიის ოცეული ცნობილია
„თავისუფალი დემოკრატების“ ახალი თავმჯდომარე შალვა შავგულიძე გახდა
'თავისუფალი დემოკრატების’ წევრმა შალვა გოგოლაძემ ახალციხის საკრებულოს სასამართლო მოუგო
ახალციხის თემის საკრებულოში ახალი ფრაქცია შეიქმნა