FM97.5 / LIVE

სამუსიკო სკოლების თანამშრომლებს ორი თვის ხელფასი არ მიუღიათ

მთავარისაზოგადოება 05.11.2014
ახალციხის, ვალესა და აწყურის სამუსიკო სკოლების 61 თანამშრომელი ორი თვეა უხელფასოდ მუშაობს. რატომ ვერ შეძლო ამ ხნის განმავლობაში თვითმმართველობამ სკოლების დაფინანსება;

სამუსიკო სკოლების თანამშრომლებს ორი თვის ხელფასი არ მიუღიათ
მიმდინარე წლის სექტემბრისა და ოქტომბრის ხელფასები ახალციხის, ვალესა და აწყურის სამუსიკო სკოლის თანამშრომლებს არ მიუღიათ. მათი განცხადებით, მიზეზი ქალაქისა და თემის გაყოფის საკითხი გახდა, თუმცა, ორი თვის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობიდან ამ პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა.

„რა გახდა იმის გარკვევა, რა როგორ უნდა ყოფილიყო, არ ვიცით. ჯერ ისეც 50-60 ლარი გვაქვს პედაგოგებს ხელფასი და იმასაც არ რიცხავენ. არადა ხმასაც ვერ ვიღებთ, თვითმმართველობაში ბევრი ახლობელი მუშაობს. ასეც რომ არ იყოს, არ გვინდა რაღაცა გითხრათ და მერე ვინმემ ჩვენი ნათქვამი სხვანაირად გაიგოს, - ამბობენ ახალციხის სამუსიკო სკოლის პედაგოგები და გვთხოვენ, რომ მათი ვაინაობა არ გავამჟღავნოთ - ამ საკითხის შესახებ ინფორმირებული სასწავლებელის დირექტორი ციცო ახვლადიანია, მას დაელეპარაკეთ“.

ახვლედიანი აცხადებს, რომ ის, თუ რატომ შეფერხდა გადარიცხვა, ამის შესახებ ადგილობრივ თვითმმართველობაში იციან: „არ ვიცით რატომ მოხდა ასე, არც ის ვიცით როდის ჩარიცხავენ“.

ახალციხის სამუსიკო სკოლაში 41 თანამშრომელია. მათ მსგავსად ორი თვის ანაზღაურება არ მიუღიათ არც ვალეს სამუსიკო სკოლაში, სადაც დასაქმებული 14 ადამიანია. დავალიანების დაფარვას ელოდება აწყურის სამუსიკო სკოლის ექვსი თანამშრომელიც.

ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში გვიხსნიან, რომ პრობლემა ქალაქისა და თემის გაყოფამ შექმნა. რადგან აღმოჩნდა, რომ ერთ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვები მეორე მუნიციპალიტეტში მდებარე სამუსიკო სასწავლებელში დადიოდნენ. ანაზღაურება კი მათი იურიდიული მისამართის მიხედვით უნდა მომხდარიყო, ანუ ქალაქის მერიას ქალაქში მცხოვრები ბავშვები უნდა დაეფინანსებინა, თემს კი სოფლად მცხოვრები.

„ქალაქმა ჩვენი ვალდებულებები ავიღეთ და თემმა მის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ბავშვების სოციალური დახმარება აიღო თავზე“, - ამბობს ქალაქ ახალციხის მერის მოადგილე ზაზა თამარაშვილი.

მისი თქმით, სირთულე მშობლების მხრიდან განაცხადების დაგვიანებით წარდგენამაც შექმნა: „სანამ კონტიგენტის ოდენობა არ დაზუსტდებოდა, შეუძლებელი იქნებოდა იმის განსაზღვრა რა დაფინანასება უნდა მიეღო სამუსიკო სკოლას. გასულ წლებში, როგორც გვითხრეს, ბავშვების მოძრაობა მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა. ჩვენ დავსვით საკითხი, რომ ასე მუშაობა შეუძლებელია“.

თამარაშვილის განმარტებით, განაცხადების მიღება უკვე შეწყვეტილია და მხოლოდ ის ბავშვები დაფინანსდებიან, ვინც განაცხადი უკვე წარადგინა: „ეს იქნება სტაბილური დაფინანსება და ამის შემდეგ პრობლემა აღარ შეიქმნება“.

მისი განცხადებით, ახალციხის სამუსიკო სკოლაში პედაგოგებს სექტემბრის ხელფასი ხვალ დაერიცხებათ. ხვალ მიიღებენ სექტემბრის ხელფასს აწყურისა და ვალეს სამუსიკო სკოლის თანამშრომლებიც.

„ხვალ სექტემბრის ხელფასი ძველი ხარჯთაღრიცხვით გაიცემა, ოქტომბრის ხელფასის გაცემა კი ახალი ხარჯთაღრიცხვის, ანუ ახალი კონტიგენტის რაოდენობის მიხედვით მოხდება“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

ხვალ მუნიციპალიტეტის გამგეობამ ვალეს სამუსიკო სკოლისთვის 2 827 ლარი, აწყურის სამუსიკო სკოლისთვის კი 2 919 ლარი უნდა გადარიცხოს.

რაც შეეხება ახალციხის მერიას, როგოც აქ გვიხსნიან ადგილობრივ ბიუჯეტში მთელი წლის განმავლობაში სამუსიკო სკოლისთვის 58 000 ლარია გაწერილი. ხვალ კი სექტემბრის ხარჯის, 5 800 ლარის გადახდა მოუხდებათ: „ამ 5 800 ლარში შედის სუბსიდიაც, შეღავათებიც და მშობელთა შენატანიც“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ახალი ააიპ–ის დირექტორად ცისანა ახვლედიანი დაინიშნა
ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა
ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდმა გრან-პრი მოიპოვა
ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ
ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს
აწყურში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
აწყურში სამუსიკო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყო