FM97.5 / LIVE

ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს

მთავარისაზოგადოება 28.06.2015
ახალციხის სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა სკოლის დაარსებიდან 60 წლისთავი აღნიშნეს.

ახალციხის სამუსიკო სკოლაში 60 წლის იუბილე იზეიმეს
ახალციხის სამუსიკო სკოლა უკვე 60 წლისაა. სკოლის იუბილე თანამშრომლებმა და მოსწავლეებმა დღეს, 29 ივნისს კონცერტი აღნიშნეს. ღონისძიებას სამუსიკო სკოლის კურსდამთავრებულები, კულტურული დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმარველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს სცენაზე სკოლის ყველა პედაგოგი და მოწვეული სტუმრები ავიდნენ. მათ სამუსიკო სკოლას 60 წლის იუბილე მიულოცეს. მათ შორის იყო ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, რომელმაც სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ფასიანი საჩუქრები გადასცა. აღნიშნულის საჩუქრებისთვის 3 000 ლარი ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ასევე, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ქალაქის მერია სკოლის პედაგოგებს ორი კვირის ხელფასის ოდენობას დამატებით ჩაურიცხავს.

"ეს არის ის დაწესებულება, სადაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ეზიარება მუსიკას, კულურას და ბევრ კარგ რამეს სწავლობს. ამ სკოლას აქვს ის დადებითი მხარე, რომ მუსიკის პედაგოგების პრობლემა ჩვენს კუთხეში არ არსებობს. პირიქით ჭარბად არიან", – ამბობს ქალაქის მერი გიორგი კოპაძე.

ახალციხის სამუსიკო სკოლა 1955 წელს კულტურის სამინისტროსა და ადგილობრივი მთავრობის ინიციატივით დაარსდა. თავდაპირველად გაკვეთილები ორ პატარა ითახში ტარდებოდა.

"მოსწავლეთ რაოდენობა საკმარისი იყო, მეორე კლასში მიიღეს ცხრა მოსწავლე, მათ შორის ვიყავი მეც. შემდეგ პედაგოგები ჩამოვიდნენ შოთა ალთუნაშვილი, თამარ გაჩეჩილაძე, ოფელია მოვსესიანი, დიანა ყარანოზიშვილი და პერიოდულად ყველა ხელმძღვანელობდა სკოლას", – იხსენებს სამუსიკო სკოლის დირექტორი ცისანა ახვლედიანი, რომელიც სკოლას 1981 წლიდან ხელმძღვანელობს.

მოგვიანებით სკოლას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, გაკეთდა 2 საკონცერტო დარბაზი, შეიძინეს 10 როიალი. ამ დროისთვის სამუსიკო სკოლაში 212 მოსწავლე და 33 მასწავლებელია. თუმცა, მათ ავარიულ შენობაში უწევთ გაკვეთილების ჩატარება.

ახალციხის სამუსიკო სკოლაში იმედი აქვთ, რომ მომავალ იუბილეს გარემონტებულ შენობაში იზეიმებე. თუმცა, ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ წელს სკოლის რეაბილიტაციისთვის თანხა გავალისწინებული არ აქვთ.

"მთლიანად სკოლის შენობის გადაკეთება ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ჩვენ გვქონდა საუბარი როგორც კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან, თუმცა ჯერ–ჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის", – ამბობს გიორგი კოპაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის
ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს
ახალციხის სამუსიკო სკოლას რეაბილიტაციისთვის ამზადებენ
საფორტეპიანო ტრიოს კონცერტი ახალციხეში
ახალციხეში, ავარიულ სამუსიკო სკოლას გაარემონტებენ
ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა
ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდმა გრან-პრი მოიპოვა