FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახალი ააიპ–ის დირექტორად ცისანა ახვლედიანი დაინიშნა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 08.05.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტში ქალაქის, აწყურისა და ვალის სამუსიკო სკოლები გაერთიანდა და შედეგად ერთი ააიპ „ახალციხის სამუსიკო სკოლა“ ჩამოყალიბდა. რეორგანიზაციის შედეგად ორი შტატი გაუქმდა. სამუსიკო სკოლებში დასაქმებული სულ 67 ადამიანია.

ახალციხეში ახალი ააიპ–ის დირექტორად ცისანა ახვლედიანი დაინიშნა

ააიპ–ის დირექტორად ახალციხის სამუსიკო სკოლის ხელმძღვანელი ცისანა ახვლედიანი დაინიშნა. მისი თქმით, სკოლებში რეორგანიზაცია 23 აპრილს დაიწყო, ყველა თანამშრომელი დაკავებული პოზიციიდან გათავისუფლდა და ხელახლა დაინიშნა. დირექტორებს სტატუსი შეეცვალათ, ახლა მათ სასწავლო ნაწილის გამგეები ჰქვიათ.

„მათ ისევ დირექტორის ხელფასები დარჩათ და ჩვეულ რეჟიმში აგრძელბენ მუშაობას. უბრალოდ ცალ–ცალკე სამუსიკო სკოლები აღარ იქნება და ღონისძიებებშიც ერთდროულად მივიღებთ მონაწილეობას“, – ამბობს ცისანა ახვლედიანი.

რეორგანიზაციის შედეგად, ვალისა და აწყურის სამუსიკო სკოლებში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ორივეგან ბუღალტრის შტატი გაუქმდა, თუმცა როგორც ახვლედიანი ამბობს, სამსახურიდან არავინ გაუთავისუფლებიათ. აწყურის სკოლის ბუღალტერი ადამიანური რესურსების საკითხების სპეციალისტად დაინიშნა, ვალეს სკოლის ბუღალეტრმა კი როგორც მან "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში განაცხადა, სამსახური საკუთარი სურვილით დატოვა: „ოჯახური პირობების გამო ისედაც ვაპირებდით წასვლას, განცხადება დავწერე და წავედი“.

ააიპ „ახალციხის სამუსიკო სკოლისთვის, მიმდინარე წლის ბიუჯეტში 238 198 ლარი განისაზღვრა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამი სამუსიკო სკოლა ერთ ააიპ–ად გაერთიანდა
ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდმა გრან-პრი მოიპოვა
საფორტეპიანო ტრიოს კონცერტი ახალციხეში
ავარიული სამუსიკო სკოლა დროებით შენობას შეიცვლის
სამუსიკო სკოლების თანამშრომლებს ორი თვის ხელფასი არ მიუღიათ
ახალციხის სამუსიკო სკოლა ახალ სასწავლო წელს ისევ ავარიულ შენობაში დაიწყებს
ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა