FM97.5 / LIVE

BP ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება (R)

მთავარირეკლამა 10.10.2014
BP-ს დახმარებით მოწყობილი სადემონსტრაციო ნაკვეთები; გაზრდილი მოსავალი და პირუტყვის კვების გადაჭრილი პრობლემა სამცხე–ჯავახეთის სოფლებში.

BP ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება (R)

პროგრამის ფარგლებში „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI), რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია კომპანია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ, 2003 წლიდან სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში არა ერთი პროექტი განხორციელდა. აღნიშნულ პროექტებს სამცხე-ჯავახეთში (მილსადენის დასავლეთ მარშრუტი), რეგიონული განვითარების ასოციაცია“ (RDA) ახორციელებს.
პროგრამა CDI მილსადენის დასავლეთ მარშრუტის მიმდებარე სოფლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების 33 სოფელში მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას თანამონაწილეობრივი სოციალურ-ეკონომიკური პროექტების დაფინანსების გზით.

პირუტყვის კვების გადაჭრილი პრობლემა ივლიტაში

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი ივლიტა ერთ – ერთია იმ სოფლებიდან, სადაც სადემონსტრაციო სასოფლო – სამეურნეო ნაკვეთი გაშენდა.

ივლიტაში 52 ოჯახი ცხოვრობს. აქ მოსახლეობა ძირითადად მესაქონლეობას მისდევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში არც საკმარისი საძოვრებია და არც სათიბი ნაკვეთები. ამის გამო პირუტყვის გამოკვება უჭირთ. BP-მ კი აღნიშნული პრობლემა ნაწილობრივ უკვე მოაგვარა.
რეგიონული განვითარების ასოციაციის აგრონომებმა სოფელ ივლიტაში მცხოვრებ გიორგი გიქოშვილს სადემონსტრაციო ნაკვეთი გაუშენეს, სადაც თივის საწარმოებლად გერმანული, კომბინირებული ბალახი დათესეს. სადემონსტრაციო ნაკვეთი BP-მ 50 პროცენტით დააფინანსა, დანარჩენი ხარჯები დემო – ფერმერმა დაფარა. მიღებული მოსავალი კი მთლიანად ფერმერის საკუთრებაა.

BP ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება (R) „ივლიტაში პატარა საძოვრებია, სათიბები თითქმის არ არის. ერთი პრესი თივა, რომ მოიტანო 20 – 25 კილომეტრი უნდა გაიარო. ამიტომ, გადაწყდა, რომ ივლიტაში ადგილობრივებისთვის საძოვრები გაგვეუმჯობესებინა “, – ამბობს რეგიონული განვითარების ასოციაციის აგრო კონსულტანტი მკრტიჩ მოვსესიანი.

გიორგი გიქოშვილს 20 – 25 კილომეტრის გავლა აღარ მოუწევს. წელს მან საკუთარ სადემონსტრაციო ნაკვეთიდან 4,5 ტონა თივა აიღო. ამბობს, რომ თუ ნალექიანი ამინდები იქნება, შესაძლებელია, ბალახი კიდევ ერთხელ მოთიბოს.

„წელს 200 პრესი თივა მივიღე და ძალიან კმაყოფილი ვარ. თივის ხარისხიც საუკეთესოა. მაგალითად, ჩვენს ნაკვეთებში, ადგილობრივი ბალახი, 1000 კვ/მეტრზე 10–12 ტონა რომ მოდის, იგივე ტერიტორიაზე აღნიშნული ბალახი 20–22 ტონა მოვიდა“, – ამბობს გიორგი გიქოშვილი და ამატებს, რომ მისი თანასოფლელები უკვე დაინტერესდნენ და გადაწყვიტეს მსგავსი ტექნოლოგიით თივა თავადაც აწარმოონ.

ვიდრე სოფლებში სადემონსტრაციო ნაკვეთები გაშენდებოდა, აგრო კონსულტანტები მოსახლეობას ხვდებოდნენ და მათ საჭიროებებს სწავლობდნენ.

„ვისაც სურვილი ჰქონდა რომ BP-სგან აღნიშნული დახმარება მიეღო, ის ფერმერები ვნახეთ, მათი ნაკვეთები დავათვალიერეთ. პროექტის მიზანია, პირველ რიგში ხალხმა მიიღოს სარგებელი. ბევრი დაინტერესდეს მსგავსი ტექნოლოგიებით და რაც მთავარია, ადგილობრივ ფერმერებს გაეზარდოთ შემოსავალი“, – ამბობს მკრტიჩ მოვსესიანი.

BP-ს დახმარებით გაშენებული ხეხილის ბაღები

BP-სა და რეგიონული განვითარების ასოციაციის ხელშეწყობით სადემონსტრაციო ნაკვეთები კიდევ რამდენიმე სოფელში გაკეთდა. მაგალითად, სოფლებში სხვილისი და ზემო სხვილისი ორი სადემონსტრაციო ვაშლის ბაღი გაშენდა. თითო ნაკვეთზე, რომელსაც 7 მეასედი უკავია, 100 ძირი, ოთხი სახეობის, საადრეო და საგვიანო ვაშლია დარგული.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სხვილისში ძირითადად მეხილეობაა განვითარებული. აქ უმრავლესობას ჯერ კიდევ ვაშლის ძველი ჯიშები აქვს დარგული და მოსავლის რეალიზაცია უჭირთ.

„ფული მქონდა, თუმცა არ ვიცოდი როგორ მეყიდა ვაშლის ახალი ჯიშები და როგორი ტექნოლოგიით დამერგო. ამ პროექტის დახმარებით კი გამოცდილმა აგრონომებმა მასწავლეს როგორ გამეკეთებინა ეს ყველაფერი. ნერგები გასულ წელს დავრგეთ და მოსავალი უკვე მივიღეთ. ახალი ჯიშების უპირატესობაც ეს არის. მომავალ წელს კიდევ რამდენიმე ფერმერი აპირებს მსგავსი ბაღის გაშენებას“, – ამბობს დემო – ფერმერი სეროფ კანანიანი.
როგორც მკრტიჩ მოვსესიანი (RDA-ს აგრონომი) ამბობს, დემო – ფერმერები ვაშლის ახალ ჯიშებს ყველა სეზონზე გაყიდიან: „ერთად დაირგო საადრეო და საგვიანო ვაშლი, ანუ ფერმერი ყველა სეზონზე მიიღებს მოსავალს და შესაბამისად, შემოსავალსაც. გაზაფხულზე 1000 ძირი ვაშლი შემოვიტანეთ, ბევრია უკვე დაინტერესებული, ამიტომ, შემოდგომით კიდევ ვაპირებთ შემოტანას“.

ხორბლის ნაკვეთები

BP ადგილობრივ ფერმერებს ეხმარება (R) სოფელ აბათხევის მკვიდრმა მარგარიტ ტოროსიანმა 2 ჰექტარსა და 20 მეასედზე გაშენებული ხორბლის სადემონსტრაციო ნაკვეთიდან, 13,5 ტონა იტალიური და კანადური ჯიშის ხორბალი აიღო.

„აბათხევში ძალიან დიდი პრობლემაა თავთავიან კულტურებზე, 20 წელია აქ ხალხი ისევ ველურ ჭვავს თესავს. როცა ამ პროექტის შესახებ შევიტყვეთ, ჩვენი სურვილი იყო, რომ ხორბლის ახალი ჯიშები შემოეტანათ. სხვადასხვა სოფლებიდან უკვე მოდიან და ყიდულობენ ხორბალს“, – ამბობს მარგარიტ ტოროსიანი.

BP-ს ინიციატივითა და დაფინანსებით ივლიტას, სხვილისისა და აბათხევის გარდა, 71 სადემონსტრაციო სასოფლო – სამეურნეო ნაკვეთი გაკეთდა, სადაც ბალახის, ვაშლისა და ხორბლის გარდა, პომიდვრის, წიწაკის, ნივრის, ხახვის, ჭარხლისა და სტაფილოს ახალი ჯიშებია დარგული.

BP-ი ბორჯომის, ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების 33 სოფელში სოციალურ – ეკონომიკურ პროგრამებს (CDI პროგრამის IV ფაზის ფარგლებში), რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას 2015 წლის მაისამდე განახორციელებს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო
BP ქალების ჩართულობისთვის (R)
რა პროექტები ხორციელდება ბი–პის დახმარებით სამცხე–ჯავახეთის სოფლებში (R)
„სტუდენტი მხოლოდ აუდიტორიაში არ უნდა იჯდეს“ – ლექცია ხორბლის ყანაში
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ახალციხეში საწარმოები დაათვალიერა
რა პრობლემები გადაჭრა BP-მ მესხეთის სოფლებში (R)
საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს (R)