FM97.5 / LIVE

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ახალციხეში საწარმოები დაათვალიერა

მთავარიეკონომიკა 03.10.2013
დღეს, 3 ოქტომბერს, ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი სტუმრობდა. გალეგაშვილმა სოფელ წნისში მდებარე ყველისა და კომბინირებული საკვების ქარხნები და სოფელ ილიტაში მდებარე სოციალური საწარმო მოინახულა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ახალციხეში საწარმოები დაათვალიერა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, BP-ისა და რეგიონული განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წნისში მდებარე ყველისა და კომბინირებული საკვების ქარხნები დაათვალიერა და გაეცნო პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიებს. აღნიშნული საწარმოები სოფლის შეღავათიანი კრედიტით მოსარგებლე შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ საკუთრებაა.

ყველის საწარმო სოფელ წნისში 2009 წლიდან ფუნქციონირებს. შპს „ჯორჯიან ბიზნეს ზონის“ დირექტორის ბესიკ ბაბუნაშვილის განმარტებით, მომავალი წლისთვის დაგეგმილი აქვთ ფერმის მშენებლობა და მაღალპროდუქტიული საქონლის შემოყვანა: „ფერმის მშენებლობას იაფი სესხით ვაპირებთ. საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია, ალბათ ოქტომბრის თვეში სესხსაც ავიღებთ“.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ახალციხეში საწარმოები დაათვალიერამინისტრის მოადგილე ქარხნების მიმდებარე ტერიტორიაზე აღნიშნული კომპანიის მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებით გაშენებული ვაშლის ბაღის პირველი მოსავალის აღებასაც დაესწრო. ხუთ ჰექტარ ტერიტორიაზე 18-მდე სხვადასხვა ჯიშის ვაშლია გაშენებული.

დავით გალეგაშვილმა დღესვე კომპანია BP-და მისი პარტნიორების მიერ დაფინანსებული სოციალური საწარმოც მოინახულა, რომელიც სოფელ ივლიტაში მდებარეობს. პროექტის ფარგლებში, რომელსაც რეგიონული განვითარების ასოციაცია ახორციელებს, ივლიტის მოსახლეობამ თანამონაწილეობრივი გრანტი მიიღო და აგროტექნიკა შეიძინა.

„მათი დახმარებით წელს ჩვენს სოფელში ყველა პროცესი აგროვადებში ჩაეტია“, - ამბობს სოფელ ივლიტის მკვიდრი თეიმურაზ გიქოშვილი.

დავით გალეგაშვილმა სოფლის მურნეობის სამინისტროს ახალ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც კოოპერაციის განვითარება იგეგმება.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ახალციხეში საწარმოები დაათვალიერა„ივლიტაში ჩვენ ვნახეთ კოოპერატივის ჩანასახი და ახალი კანონის მიხედვით, რომელიც მალე ძალაში შევა, ჩვენ ამ კოოპერაციის განვითარებას ვაპირებთ“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

რეგიონული განვითარების ასოციაციის პროექტების დირექტორის ნინო ზამბახიძის თქმით, სოფლის დაახლოებით 25 მოსახლე გაერთიანდა, ერთობლივად შეიძინეს მექანიზაცია და ხვნებს აწარმოებენ. „ეს არის პირველი პრეცედენტი, რომელიც რეგიონში გაკეთდა და ამას ჩვენმა პროექტმა და ბი-პი-მ დაუჭირა მხარი, შესაბამისად ერთ თვეში მოახდენენ რეგისტრაციას როგორც კოოპერატივი“, - აღნიშნავს ნინო ზამბახიძე და ამატებს, რომ გარდა ამისა, რეგიონული განვითარების ასოციაციის პროექტის ფარგლებში გაშენებულია სოფელ წყრუთში ვაშლისა და პომიდვრის სადემონსტრაციო ნაკვეთები. მისი ანალოგების გადაღება ხდება სხვადასხვა სოფლებშიც.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სამინისტროს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

„მომავალი წლის ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სამინისტრო აპირებს, რომ აღადგინოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი. მისი მთავარი მიზანი და ფუნქცია ჯიშთა გამოცდის ცენტრების აღდგენაა. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ცენტრი იქნება ვალეშიც. როგორც ჩვენთვის ცნობილია აქ გადარჩა ეს ცენტრი და ვაპირებთ, რომ აღვადგინოთ არა მარტო მარცვლეულის, არამედ ხეხილის და ბოსტნეულის მიმართულებითაც ჯიშთა გამოცდის ცენტრები და დავასაქმოთ ის აგრონომები, ვინც მანამდე მუშაობდნენ“, - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს (R)
შეხვედრა იტალიის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან [R]
ახალციხეს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სტუმრობს [Photo]
დავით გალეგაშვილი საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა [R]
წნისში სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
ახალციხეში სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმყოფება
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში  მცხეთა-მთიანეთის  რეგიონში 6 ახალი საწარმოა შექმნილი [R]