FM97.5 / LIVE

საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს (R)

მთავარისიახლე, ეკონომიკა 23.07.2016
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლში საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა;

საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე სხვადასხვა კულტურების ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს (R)
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან, ლევან უჯმაჯურიძესთან და შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ დირექტორთან გიორგი ღუღუნიშვილთან ერთად სამცხე-ჯავახეთსა და შიდა ქართლის რეგიონებში ჯიშთა გამოცდის და საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთები დაათვალიერა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აღნიშნულ რეგიონებში მრავალპროფილიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას ეწევა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის ბაზაზე ტექნოლოგიური სქემების სრული დაცვით მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნებიდან შემოტანილი კარტოფილის ჯიშთა შესწავლა, ასევე საშემოდგომო და საგაზაფხულო თავთავიანი კულტურების ჯიშთა გამოცდა, სასელექციო ჯიშების გამოყვანა.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ახალციხის (სოფელი ვალე-ჭორატი), ადიგენისა (სოფელი ბოლაჯური) და ხაშურის მუნიციპალიტეტებში ერთწლოვანი (ხორბალი, ქერი, შვრია, ჭვავი, სიმინდი, მუხუდო) და მრავალწლოვანი (ვაზი, ხეხილი) კულტურების სხვადასხვა ჯიშებზე პროდუქციის სამეურნეო მაჩვენებლების საბოლოო შეფასებას და კონკრეტული რეგიონისთვის ადაპტირებული, მავნებელ-დაავადებათა მიმართ გამძლე მაღალპროდუქტიული ჯიშების შერჩევა-გავრცელებას ახორციელებს. მნიშვნელოვანია ხორბლის ენდემური ჯიშების „ახალციხის წითელი დოლი“, „ვარძია“, „შავფხა“, ასევე ჭვავის კულტურის საცდელ ნაკვეთებზე ელიტური სათესლე მასალის წარმოების სამუშაოები.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ცენტრის მმართველობაში მყოფი შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ ნაკვეთებიც დაათვალიერეს. ახალციხის მუნიციპალიტეტში, 120 ჰა ფართობზე, კომპანია საგაზაფხულო თავთავიანი კულტურების (ქერი, ორთესელა ხორბალი) და კარტოფილის სხვადასხვა ჯიშის გამოცდას და სათესლე მასალის წარმოების პროექტს წარმატებით ახორციელებს. შპს „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანია“ ანალოგიურ საქმიანობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში საშემოდგომო კულტურებზეც ახორციელებს.

ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სხვადასხვა ბაზებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 'მინდვრის დღეები' ჩატარდა
რეგიონებში ხორბლის ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს[R]
ინდოეთის დელეგაცია ჯიღაურას კვლევით ბაზას ეწვია [R]
კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ხულოში [R]
თანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აკვაკულტურის განვითარების ასოციაციას შორის [R]
ჩინეთის დელეგაციამ მარნეულის სასათბურე კომპლექსი დაათვალიერა [R]
მუხურში მეფუტკრეობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა გაიხსნება [R]