FM97.5 / LIVE

ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.09.2019
23 წლის ნათია ჩუბინიძეს, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა, ადგილობრივებმა სურსათი და ბავშვების ტანსაცმელი მიუტანეს. მარტოხელა დედის პრობლემა ახლა მხოლოდ სახლის სახურავია.

ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

ნათია ჩუბინიძის შესახებ „სამხრეთის აკრიბჭემ“ მასალა ცხრა სექტემბერს გამოაქვეყნა. დახმარების სურვილით რედაქციას არაერთმა ადამიანმა მიმართა.

ნათია ჩუბინიძე ამბობს, რომ უკვე მეცხრე დღეა, ადგილობრივებს მათთან საჭირო ნივთები მიაქვთ.

„ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. ტანსაცმელი მომიტანეს, პროდუქტები, ზოგი ფინანსურად დამეხმარა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ძალიან დამეხმარა ყველა. ბავშვები ბაღში ამ ტანსაცმლით დამყავს და კარგა ხანს აღარ დაგვჭირდება პროდუქტი“, - ამბობს ნათია ჩუბინიძე.

მისივე თქმით, მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ოჯახში კიდევ ერთხელ მივიდნენ სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებიც. „სახლის პირობები დაათვალიერეს და გვითხრეს, კიდევ შეგეხმიანებითო. თან, ზოგჯერ ჩვენთანაც შეგიძლია მოხვიდე და ტანსაცმელი აარჩიოო“, – ამბობს ნათია.

ერთადერთი პრობლემა, რომელიც ნათიას მოსაგვარენბელი დარჩა, სახლის სახურავია, თუმცა ადგილობრივებისგან დახმარების დაპირებები ამის შესახებაც მიიღო: „მხოლოდ სახურავის პრობლემა დამრჩა, ერთადერთი ეგაა, სხვა აღარაფერი. დღეს კიდევ ერთი გოგონა მოვიდა და მითხრა, შევეცდები, სახურავის პრობლემა მოგიგვაროთო“.

ნათია, ორ მცირეწლოვან ბავშვთან და დედასთან ერთად, ცხოვრობს ახალციხეში, რუსთაველის N113–ში, კორპუსთან მდებარე საქვაბის შენობაში, ე.წ კაჩიგარიაიში. ოჯახი აქ უკანონოდ ცხოვრობს, რადგან ქირის ფულის გადახდა არ შეუძლიათ, თუმცა ამ შენობასაც სახურავის პრობლემა აქვს და წვიმის დროს წყალი ჩადის.

არც ნათიას და არც დედას სამსახური არ აქვთ, არ იღებენ პენსიას და არც ბავშვების ალიმენტს. გარდა ამისა, ნათიას ჯანმრთელობის პრობლემაც აქვს.

ნათიას თქმით, ორი ოთახი, რომელსაც გადახურვა სჭირდება, დაახლოებით 70 კვადრატული მეტრია.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ სახურავის მასალით დახმარების საკითხს შეისწავლიან.

[თაკო ფეიქირიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 23 წლის მარტოხელა დედა დახმარებას ითხოვს
23 წლის მარტოხელა დედა, ადგილობრივების დახმარებით, სახლს გადახურავს
ორი წლის წინ რეაბილიტირებული კულტურის სახლის სახურავი ბორჯომში ისევ სარემონტოა
ფერსის კლუბში მცხოვრები ოჯახით ’ერთსულოვნება’ დაინტერესდა
ტუბ–დისპანსერის შენობაში სახურავის ნაწილი ჩამოინგრა
კორპუსი სახურავის, შიდა საკანალიზაციო და წყლის სისტემის გარეშე
სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს