FM97.5 / LIVE

სამცხე-ჯავახეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

მთავარიპოლიტიკა 24.09.2014
დღეს, 24 სექტემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს და მუნიცილიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდნენ და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით რეგიონში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.

სამცხე-ჯავახეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში სამცხე - ჯავახეთში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირქტორმა გიორგი ამაშუკელმა და მისმა მოადგილემ ილია დარჩაშვილმა, მსოფლიო ბანკის წარმომდაგენლებთან ერთად ახალციხეში ადგილობრივ ხელისუფლებასთან და გუბერნატორთან შევხედრები გამრთეს. შხვედრაზე ის სავარაუდო პროექტები განიხილეს, რომლის განხორციელებაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით იგეგმება.

რეგიონული განვითარების მესამე პროექტის სავარაუდო ღირებულება 75 მილიონი აშშ.დოლარია. პროექტს 60 მილიონით მსოფლიო ბანკი დააფინანსებს, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონი გამოიყოფა. სამუშაოები 2015 წელს დაიწყება და 2020-წელს დასრულდება.

აღნიშნული პროექტი საქართველოს ორ რეგიონში განხორციელდება, რომელიც მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციას, ამასთან კერძო სექტორის ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, მათი სოციალური და ეკონომიური პირობების გაუმჯობესებასა და ტურისტების რაოდენობის ზრდას.

სამუშაო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან წინასწარ შერჩეული სავარაუდო ქვეპროექტების განხილეს.

პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი არქიტექტურის გათვალისიწნებით, დაგეგმილია ურბანული აღდგენა, რაც ცენტრალურ უბნებში მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კომუნალური მომსახურეობის რეაბილიტაციას, საზოგადოებრივი სივრცეებისა და კულტურული მემკვიდრეობის შენობების კონსერვაციასა და გაუმჯობესებას, ასევე შენობებისა და ფასადებიის კონსერვაციას მოიცავს. გარდა ამისა, დაგეგმილია ტურისტული მარშრუტების განვითარება, რომელიც ურბანული ლანდშაფტის და საზოგადოებრივი ავტოსადგომების განვითარებას, საინფორმაციო ჯიხურების, კაფეების და საზოგადოებრივი საპირფარეშოების მშენებლობა.

ამავე პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ინფრასტრუქტურის მოწყობა კერძო სექტორის დაინტერესების მიზნით. კერძო სექტორის წარმომადგენლებს, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს ინვესტიცია ჩადონ მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მასშტაბით ტურიზმისა და კვების მრეწველობის ობიექტების აშენების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდი იდეების განხორციელებაში დახმარებას გაუწევს.

მუნიციპალური განვითარების ფონდში განმარტავენ, რომ ადგილობრივ ხელუსიფლებასთან სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, სადაც საბოლოო პროექტებზე შეჯერდებიან. ამის შემდეგ ცნობლი გახდება იმ ობიექტების ნუსხა, რომლის რეაბილიტაციაც რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში მცხეთა- მთიანეთსა და სამცხე -ჯავახეთში განხორციელდება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
სამცხე-ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება
2018 წელს სამცხე–ჯავახეთში, რეგიონული ფონდიდან 19 მლნ ლარის პროექტები განხორციელდება
მუნიციპალური განვითარების ფონდი სამცხე–ჯავახეთის სამ მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას იწყებს
რა მიმართულებით იმუშავებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში?
13 მილიონი ლარი აბასთუმნის განვითარებისთვის
სამცხე–ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გიორგი ამაშუკელი გაეცნო