FM97.5 / LIVE

ბორჯომში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 2 ჯერ არ დასრულებულა

მთავარიეკონომიკა 02.09.2014
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული 5 პროექტიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტში 3 პროექტი უკვე დასრულდა. 2 კი სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.

ბორჯომში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 2 ჯერ არ დასრულებულა
2014 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხუთი ინფრასტრუქტურული პროექტი დაიგეგმა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში გზების რეაბილიტაცია; ქალაქ ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია და ცენტრალურ ისტორიულ პარკში არსებული საცურაო აუზის კეთილმოწყობა; ლიკანის დასახლებაში, გოგებაშვილისა და რაზმაძის ქუჩებზე ასფალტის საფარის მოწყობა; სოფელ მზეთამზეს გადასასვლელი ხიდიდან სოფლამდე მისასვლელი 2,0 კმ გზის მოასფალტება და ბეტონის საფარის მოწყობა; ასევე სოფელ ჩითახევსა და ქვაბისხევში გზების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2,698,468.00 ლარი გამოიყო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტებიდან სამი პროექტი უკვე დასრულებულია. ხოლო ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩისა და ბაკურიანის გზის რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს. როგორც გამგებლის მოადგილე რევაზ კალაძე განმარტავს, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული ვადები საკურორტო სეზონის გამო გახანგრძლივდა.

"სეზონზე მოსახლეობის თხოვნა იყო და ამიტომ ცოტა ხნით სამუშაოები შეჩერებული იყო. ბაკურიანში საავტომობილო გზაზე სამუშაოების 80 პროცენტი შესრულებულია და პროექტი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დასრულდება, რადგან უკვე ჯარიმებზე გადავიდნენ", – ამბობს რევაზ კალაძე.

რაც შეეხება 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაციას, გამგებლის მოადგილის თქმით, სამუშაოები თვის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მისივე თქმით, ამავე პროექტით გათვალისწინებული საცურაო აუზის კეთილმოწყობა, რომელიც ცენტრალურ პარკში მდებარეობს, უკვე დასრულდა.

"მხოლოდ ვიტრაჟები დარჩა ჩასასმელი, თუმცა საცურაო აუზი 5 აგვისტოდან გახსნილია და ჩვეულებრივად ფუნქციონირებს", – განმარტავს კალაძე.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

2,557,300 ლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის
ბორჯომში 2013 წელს დაგეგმილი 17 პროექტიდან, 13 დასრულდა
ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა
ბორჯომის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
‘რეგიონული ფონდის’ დაფინანსებით ბორჯომში 7 პროექტი განხორციელდა
ბორჯომის პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა