FM97.5 / LIVE

ჭელა მინარეთის დემონტაჟიდან ერთი წლის შემდეგ

მთავარისაზოგადოება 27.08.2014
ჭელის მოვლენებიდან, რომლებიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა, ერთი წელი გავიდა. გამართლდა თუ არა ქრისტიანების მოლოდინი, რომ მუსლიმები მინარეთიდან მოძახილს გააკეთებდნენ და რას ითხოვენ დღეს ადგილობრივები ხელისუფლებისგან.

ჭელა მინარეთის დემონტაჟიდან ერთი წლის შემდეგ

გასული წლის 26 აგვისტოს ჭელაში მოჭრილი მინარეთი მეჩეთს სამი თვის შემდეგ დაუბრუნეს. მას შემდეგ აქ ლოცვები ისე მიმდინარეობს, რომ მინარეთიდან მოაძინს მოძახილი არ გაუკეთებია.

„მინარეთთან განათება დავამონტაჟეთ. დღისით ის ისეც ჩანს, ღამით კი განათების საშუალებით უკეთ გამოჩნდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის უხმობს მლოცველებს, ვისაც უნდა, მოვა და ილოცებს“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე.

ჭელა მინარეთის დემონტაჟიდან ერთი წლის შემდეგ მინარეთი მეჩეთს დაზიანებული დაუბრუნეს, მას მინები ჩამსხვრეული და აივანი მოშლილი ჰქონდა. როგორც ჭელის მეჩეთის კომისიის ერთ-ერთი წევრი ფრიდონ აბაშიძე ამბობს, იგი მას უნდა აღედგინა, ვინც მოჭრა, თუმცა ასე არ მომხდარა. ამიტომ მრევლმა ფული თავად ააგროვა და მინარეთი შეაკეთა, ეს კი ჯამში 3 000 ლარი დაჯდა.

„ადიგენში 1500 კომლამდე მუსლიმი ოჯახია, ფული მათ შეკრიბეს“, - გვიხსნის აბაშიძე.

მინარეთი გასული წლის 26 აგვისტოს შემოსავლების სამსახურმა შემოწმების მიზეზით მოჭრა. მაშინ ამ ვითარებას ჭელის მეჩეთის კომისიის თავმჯდომარე ოთარ მარკოიძე შეესწრო. იგი ერთ-ერთი იყო იმ მუსლიმებს შორის, რომლებიც სამართალდამცავებმა დააკავეს და როგორც თავად ამბობს, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

ჭელა მინარეთის დემონტაჟიდან ერთი წლის შემდეგ „მინარეთი რომ ამწემ აიღო, შეხლა-შემოხლა მოგვიწია. ფიზიკურად გამისწორდნენ. 64 წლის ვარ და ასეთი ცემა პირველად ვიგემე, საწყენი იყო ის, რომ მეძახდნენ თათარს. ხომ შეეძლოთ ისე წაეღოთ, რომ ჩვენთვის შეურაცხყოფა არ მოეყენებინათ?! მანქანაში, სადაც ხბოსავით ჩამტენეს, შვილისშვილის ტოლა ბავშვი დედას მაგინებდა“, - ასე იხსენებს მინარეთის მოჭრის დღეს ოთარ მარკოიძე.

მინარეთის დემონტაჟიდან მეორე დღესვე ჭელაში მეზობლური ურთიერთობები დაიძაბა. მუსლიმები ქრისტიანებს, ქრისტიანები კი მუსლიმებს არ ესალმებოდნენ. იყო შეხლა-შემოხლაც, ერთმანეთს ღობე დაუმტვრიეს. თუმცა, დღეს, სოფელში, გასული წლისგან გასნხვავებით, ურთიერთობები დამთბარია. როგორც ვაშაყმაძე ამბობს, ამისთვის ნაბიჯები თავადაც გადადგეს.

ჭელა მინარეთის დემონტაჟიდან ერთი წლის შემდეგ „ვახშმობა გვქონდა რამადანში და ქრისტიანები მოვიპატიჟეთ. სიყვარულმა გადაგვარჩინა თორემ შეიძლება აქ სისხლისღვრა ყოფილიყო. ახლა მეზობლური ურთიერთობები ძალიან თბილია“, - აცხადებს ვაშაყმაძე.

მას ეთანხმებიან სოფელში მცხოვრები ქრისტიანებიც, მათი თქმით, ის რაც იყო წარსულს ჩაბარდა და თანაცხოვრებას ჩვეულებრივ აგრძელებენ.

მამუკა ქაფიანიძე, რომელიც ჭელის მეჩეთის მეზობლად ცხოვრობს, ამბობს, რომ მისთვის ურთიერთობები არც მაშინ დაძაბულა, როცა მინარეთი მოჭრეს: „ახლაც აჭარლებთან ერთად ვმუშაობთ, ჩემს გარშემო ხუთი-ექვსი გლეხი მუსლიამია, მათთან რომ დალაგებული ურთიერთობები არ მქონდეს, აქ რა გამაჩერებდა?!“

ჭელა მინარეთის დემონტაჟიდან ერთი წლის შემდეგ სოფელში რომ ვითარება მთავრობამ დაძაბა და მომხდარი ადგილობრივების ბრალი არ იყო, ამაზე საუბრობს ასევე ქრისტიანი ავთანდილ ქაფიანიძეც: „ახლა მშვიდობაა, იმან, რაც იყო, ჩაიარა“.

ჭელაში, ისევე როგროც მინარეთის მოჭრამდე, საჭიროების შემთხვევაში, მუსლიმები მართლმადიდებლებს სოფელში მშენებარე ტაძრის მშენებლობაში ისევ ეხმარებიან.

როგორც მშენებელი ამირან გოგოლაური ამბობს, რამდენიმე დღის წინ მუსლიმები მათ ცემენტის მიტანაში დაეხმარნენ.ჭელა მინარეთის დემონტაჟიდან ერთი წლის შემდეგ

ჭელა რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, თან ისე, რომ აქ მუსლიმები მინარეთიდან მოძახილს არ აკეთებენ, ჭელის მოვლენების დროს, ქრისტიანების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გოდერძი კუბლაშვილიც საუბრობს. თუმცა, იგი გასულ წელს ირწმუნებოდა, რომ სოფელში მინარეთი სწორედ მოძახილის გასაკეთებლად სჭირდებოდათ.

ჭელა მინარეთის დემონტაჟიდან ერთი წლის შემდეგ „კონკრეტულად ჭელაში მოძახილს არ აკეთებენ, მაგრამ მოძახილი ისმის ამ ხევში მდებარე სხვა მუსლიმური სოფლებიდან. დარწმუნებული ვარ, თურქულ და არაბულ ენაზე ამ მოძახილის მოსმენა არც მუსლიმებს მოსწონთ, მაგრამ, მათ თავს ზემოთ ძალა არ აქვთ, თურქეთის გავლენის ქვეშ არიან“, - აცხადებს კუბლაშვილი.

კუბლაშვილთან ერთად საპროტესტო აქციებს სათავეში ედგა გიორგი კოპაძე. მაშინ იგი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორეს რეზიდენციაში სამეურნეო საქმიანობას ხელმძღვანელობდა, ახლა კი ახალციხის მერია. მაშინ კოპაძე რეფერენდუმის ჩატარებისა და საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგების მოთხოვნით გამოდიოდა, თუმცა დღეს მოუცლელობის გამო, კომენტარზე უარს აცხადებს.

ჭელა მინარეთის დემონტაჟიდან ერთი წლის შემდეგ ჭელაში კი ადგილობრივი მუსლიმები, გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, სამცხე-ჯავახეთში არსებული 12 სალოცავის სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს სახელზე რეგისტრაციას მოითხოვენ და ამბობენ, რომ ამისთვის ბათუმში მუსლიმთა სამმართველოში სპეციალური კომისიაც მუშაობს.

„მთავრობა თუ მოინდომებს, სამართლი იქნება ქვეყანაში, ასევე გვექნება ნამდვილი რელიგიური თავისუფლება და მშვიდობა“, - აცხადებს ფრიდონ აბაშიძე.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუსლიმები ჭელაში ჯემალ პაქსაძეს ელოდებიან
ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
ჭელაში მცხოვრები - მინარეთის დასანგრევად ხელი ჩემს ნაცვლად მოაწერეს
ბათუმიდან მუსლიმები სახლებში ბრუნდებიან
მთავრობის ორი დაპირება - დაბრუნდება თუ არა ჭელაში მინარეთი
ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან
"კვირის აქცენტი" - თემა: "დაბრუნდება თუ არა მინარეთი ჭელაში" [Video]