FM97.5 / LIVE

ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან

მთავარისაზოგადოება 28.11.2013
ჭელის მეჩეთთან მინარეთის დამონტაჟება სრულდება. სოფელში მცხოვრებ ქრისტიანებს სძინავთ, მუსლიმები კი მეჩეთის ეზოში არიან შეკრებილი. მუსლიმური თემის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მეჩეთთან დაბრუნებული მინარეთი სოფელში ვითარებას არ დაძაბავს.

ჭელაში მცხოვრები მუსლიმები ფიქრობენ, რომ ქრისტიანები არ დაუპირისპირდებიან
ჭელის მეჩეთის წინამძღვარს ჯამბულ აბულაძეს მინარეთის დადგმის გამო სოფელში დაპირისპირებისა და ვითარების დაძაბვის არ ეშინია. იგი ამბობს, რომ მინარეთის დასაბრუნებლად მომზადებულები იყვნენ, ვინაიდან ბოლო ერთი თვეა ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობდნენ და ყველა დოკუმენტაცია მზად ჰქონდათ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ მონტაჟდება მინარეთი გვიან ღამით, ჯამბულ აბულაძე გვპასუხობს: "ეს ისეთი სპეციფიკური თემაა, რომ ვიფიქრეთ ასე აჯობებდა".

მისივე თქმით, პროვოკაციის საფრთხე არ არსებობს: "არამგონია, რომ ვითარება კიდევ დაიძაბოს. ყველა ადამიანი უნდა დაუფიქრდეს თავის საქციელს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ, ყველა ქართველები ვართ, უბრალოდ სხვადასხვა აღმსარებლობის, ყველამ ხელი უნდა ჩავჭიდოთ ერთმანეთს და მშვიდად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში".

დაპირისპირებას გამორიცხავს ჭელაში მცხოვრები მუსლიმი ხვიჩა შანთაძეც.

"არამგონია, რომ მინარეთის დადგმამ სოფლის მცხოვრებლები ერთმანეთს დაუპირისპიროს", - ამბობს იგი.

28 ნოემბერს, ღამის 02:00 საათზე ჭელის მეჩეთთან მინარეთის დამონტაჟება თითქმის დასრულდა. ჯამბულ აბულაძის თქმით, მხოლოდ ბოლო დეტალებია გასაკეთებელი.

ამ წუთებისთვის სოფლამდე მისასვლელი გზა კვლავ გადაკეტილია. მეჩეთის ირგვლივ კვლავ იმყოფებიან სამართალდამცავები, რომლებიც ჟურნალისტებს მეჩეთთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევენ. მეჩეთთან იმყოფება შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძეც.

შეგახსენებთ, 27 ნოემბერს, გვიან ღამით, მას შემდეგ რაც ადიგენის საკრებულოსგან ნებართვა მიიღეს, ჭელაში მცხოვრებმა მუსლიმური თემის წარმომადგენლებმა, მოჭრილი და დასაწყობებული მინარეთის მეჩეთთან დაბრუნება დაიწყეს.

[sknews. ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჯემალ პაქსაძე: 'არ იგეგმება მინარეთების დადგმა, ვიდრე არ შევუთანხმდებით სამუფთო სამმართველოს'
ჭელის მეჩეთთან ქრისტიანი სასულიერო პირები პარაკლისს იხდიან
ჭელაში მინარეთს ამონტაჟებენ
ჭელაში მინარეთის დაბრუნებას ელოდებიან
ანონსი: "კვირის აქცენტი", თემა: მინარეთის დაბრუნება ჭელაში [Video]
ჭელაში ქრისტიანები შეიკრიბნენ [Photo]
ჭელაში მცხოვრები ქრისტიანები მინარეთზე საუბარს ერიდებიან