FM97.5 / LIVE

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან განახლდება

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.08.2014
ბაგა–ბაღებში ორი თვით შეჩერებული სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან განახლდება. სწავლა როგორც ქალაქის, ასევე თვითმმართველ თემის ბაღებში დაიწყება.

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1 სექტემბრიდან განახლდება
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მოსამზადებელი სამუშაოები დღეიდან, 25 აგვისტოდან დაიწყო.

"1 სექტემბერს სწავლა ყველა საბავშვო ბაღში დაიწყება. თანამშრომლები უკვე ბაღებს აწესრიგებენ, განცხადებებს მიიღებენ", – ამბობს ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი ნანა ბერიძე.

სიახლეა ისიც, რომ ბაგა–ბაღებში სწავლას ორწლამდე ასაკის აღსაზრდელებიც შეძლებენ. სწავლა ბავშვებისთვის კვლავ უფასო იქნება.

"ორ წლამდე ასაკის ბავშვების მიღება შესაძლებელია და შეზღუდული არ არის, მაგრამ ფიზიკურად ჯგუფებში ადგილი არაა. დღეს გვაქვს თათბირი მენეჯერებთან, მოიტანენ ბავშვთა რაოდენობებს, განცხადებებს და გადავხედავთ. კვირის ბოლოს გვეცოდინება ბავშვთა რაოდენობა", – ამბობს ნანა ბერიძე.

შეგახსენებთ, რომ ბაგა–ბაღებში სასწავლო პროცესი 1 ივლისს მოულოდნელად შეწყდა, რის გამოც დაახლოებით 1200 ბავშვი ბაღის გარეშე დარჩა.

სასწავლო პროცესის შეწყვეტამ, როგორც თანამშრომლების ასევე მშობლების უკმაყოფილება გამოიწვია.

ამ დრომდე გაურკვეველია აიღებენ თუ არა პედაგოგები ივნისის თვის ორი კვირის ხელფასს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ახალი ხელისუფლების მოსვლამდე დარჩა გაუცემელი.

"მე რაც შემეძლო, რომ ამ ადამიანებს დავხმარებოდი და მათ კუთვნილი ხელფასები მიეღოთ გავაკეთე. საკრებულოს სხდომაზე გავიტანე ეს საკითხი და დადებითადაც გადაწყდა, ჩემი უფლებამოსილება საიდანაც არის, იმ რიცხვიდან ხელფასს მიიღებენ“, – ამბობს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე და ამატებს, რომ დარჩენილი ხელფასი წინა ხელისუფლებას უნდა გაეცა. მისივე თქმით, ბაგა–ბაღების თანამშრომლებმა კუთვნილი ხელფასი აუცილებლად უნდა მიიღონ. ამისთვის შეუძლიათ სასამართლოსაც მიმართონ: "შეიძლება გამოინახოს სხვა გზაც, კანონმა მოგვცეს საშუალება, მაგრამ ამ დროსთვის არ გვაძლევს".

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი კი განმარტავს, რომ წინა ხელისუფლება მოქმედებდა ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან მიიღეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ბაღებში სწავლა 5 სექტემბერს დაიწყება
ახალციხის ბაგა – ბაღებში სასწავლო პროცესი სექტემბრამდე შეწყდა
ორთვიანი შეწყვეტის შემდეგ, საბავშვო ბაღებში სწავლა განახლდა
ახალციხის ბაგა-ბაღებში ერთი კვირით სწავლა შეწყდა
ახალციხის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი განახლდა
ახალციხის ბაღებში სასწავლო პროცესი დღეიდან განახლდა
ახალციხეში ბაღის გარეშე 1200 ბავშვი დარჩა