FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 22.07.2014
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი საათის წინ, 20:30 საათზე, დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ნახეს, რომელიც სავარაუდოდ, იქვე მდებარე კორპუსიდან გამოვიდა და კორპუსის წინ დაეცა.

ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

დაჭრილი მამაკაცი 37 წლისაა. სასწრაფო დახმარების სამსახურმა იგი უნიმედი სამცხეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

"აქვს მრავლობითი ჭრილობები გულმკერდის არეში, საკმაოდ მძიმე ავადმყოფია. ვერ ვიტყვი რამდენად შემავალია ეს ჭრილობები. აღმოვუჩინეთ პირველადი დახმარება და გადმოვიყვანეთ საავადმყოფოში", – ამბობს სასწარფო დახმარების ექიმი კონსტანტინე დგებუაძე.

ამ წუთებში დაჭრილს უნიმედი სამცხეს სამედიცინო დაწესებულებაში რენდგენოგრაფია და ექოსკოპია უტარდება. მის მდგომარეობაზე
საავადმყოფოში ოფიციალურ კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

საავადმყოფოში იმყოფებიან დაჭრილის ახლობლებიც. ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი სახლიდან დილიდან გასული იყო. მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. დაჭრილის ძმის თქმით, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე ძმა მასთან იმყოფებოდა, შემდეგ კი ძმის სახლი იმ მოტივით დატოვა, რომ სახლში მიდიოდა.

ერთ–ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ მამაკაცი სადაც ნახეს, იმ ადგილას არ დაუჭრიათ.

„საიდან გამოვიდა არ ვიცი, მაგრამ, დავინახე იმ ადგილას უცებ როგორ დაეცა. მე გავაჩერე პატრულიც“, – ამბობს იგი.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია
ავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა
აბასთუმანში მამაკაცი დანით დაჭრეს
რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის მიზეზი - ადგილობრივების ვერსია
ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან გადავარდა
ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მამაკაცი დაშავდა