FM97.5 / LIVE

'აწარმოე საქართველოში' – რას სთავაზობს პროგრამა მეწარმეებს

მთავარიეკონომიკა 03.07.2014
3 ივლისს, ახალციხეში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.

'აწარმოე საქართველოში' – რას სთავაზობს პროგრამა მეწარმეებს
პრეზენტაციას, რომელიც სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შედგა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, საქართველოს ბიზნეს – ასოციაციის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და პროგრამაში მონაწილე ბანკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო პროგრამის მიმართულებებსა და ახალი საწარმოების შექმნისთვის გათვალისწინებულ შეღავათიან პირობებზე, დამსწრეებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი ესაუბრა.

მისი განმარტებით, პროგრამის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ფინანსური, ინფრასტრუქტურული და საკონსულტაციო მხარდაჭერით.

„მეწარმეებს გავაცანით ის დამხმარე მექანიზმები, რომელიც სტიმულს მისცემს ახალი საწარმოების შექმნას. მათ შეეძლებათ 11 – 13 პროცენტის ფარგლებში სესხის აღება. ასევე სახელმწიფო დაინტერესებულ პირს ერთ ლარად სთავაზობ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მასზე არსებულ შენობა–ნაგებობით ან მის გარეშე. რაც ასევე მნიშვნელოვანია წვდომა ინფორმაციაზე, განათლებაზე, რათა კომპანიებმა მაქსიმალურად მარტივად დაიმკვიდრონ თავი როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე“, – განმარტავს ქეთი ბოჭორიშვილი.

პროგრამის კოორდინაციასსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის განხორციელებაში ჩართულია სამინისტროს სისტემაში შემავალი შემდეგი სსიპ-ები: „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“.

„მეწარმეებს საშუალება აქვთ ახალი საწარმოს შექმნის შემთხვევაში მიიღონ შეღავათიანი კრედიტი და ისარგებლონ სხვა შეღავათებით. ახალმა ინიციატივამ უკვე გამოიწვია დიდი ინტერესი. არსებობენ მეწარმეები, რომელბმაც პროექტში მონაწილოებაზე განაცხადი უკვე გააკეთეს“, – ამბობს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი გიორგი ჩხეიძე.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელება რეგიონზე დადებითად აისახება: „ამ პროექტის საშუალებით ბიზნესმენებს საშუალება ეძლევათ, რომ რეგიონში შექმნან საწარმოები, რაც სამომავლოდ რეგიონს გააძლიერებს“.

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდა. სამინისტროში განმარტავენ, რომ პროგრამის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა ფინანსებზე, უძრავ ქონებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საშუალებით.

პროგრამის ბიუჯეტი 46 მლნ ლარს შეადგენს. აქედან სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოება – გადამუშავებაზე დაიხარჯება 30 მლნ ლარი, ინდუსტრიული პროდუქციის წარმოებაზე კი 16 მლნ ლარი.

პროგრამასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ცხელი ხაზის ნომრებზე: 2 99 10 44/ 2 99 11 28. ელ-ფოსტა: info@qartuli.ge

'აწარმოე საქართველოში' – რას სთავაზობს პროგრამა მეწარმეებს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში პროგრამის 'აწარმოე საქართველოში' პრეზენტაცია გაიმართება
სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის დეტალებს გააცნობენ
რას სთავაზობს მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო – შეხვედრა ახალციხეში
მიკრო და მცირე მეწარმეებს სახელმწიფო პროგრამის დეტალები გააცნეს
'მიკრო გრანტები მთის განვითრებისთვის'- პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
6 შენობა სამცხე–ჯავახეთში, რომელიც მეწარმეებს ერთ ლარად გადაეცემათ