FM97.5 / LIVE

როგორ დაკომპლექტდა საკრებულოები ჯავახეთში

მთავარიპოლიტიკა 05.07.2014
რამდენი დეპუტატით დაკომპლექტდა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოები.

როგორ დაკომპლექტდა საკრებულოები ჯავახეთში
ახალქალაქის საკრებულო 37 დეპუტატისგან დაკომპლექტდა. აქედან 15 დეპუტატი პროპორციული სიით, 22 კი მაჟორიტარული საარჩევნო სიითაა არჩეული.

პროპორციული სიით არჩეულ დეპუტატებს შორის 4 „არასაპარლამენტო ოპოზიციიდანაა“, ერთი „საქართველოს ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობიდან“, ერთი დეპუტატი „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“, ერთი კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. რაც შეეხება პროპურციული საარჩევნო სისტემით არჩეულ რვა დეპუტატს, ისინი მმართველ გუნდს წარმოადგენენ.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 22 დეპუტატიდან, უმრავლესობა, 18 დეპუტატი „ქართული ოცნებიდანაა“. ორი დეპუტატია „არასაპარლამენტო ოპოციზიიდან“, ორი კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროპორციული სისტემით „ქართული ოცნებიდან“ არჩეულები არიან სერგო ლაგზიან, ჰამლეტ მოვსესიან, ჰარგევ იორდანიან, მერუჟან ეზოან, სტეპან აკოპიან, არმენაკ ფოლორჩიან, ადამ ზარმარიან და მარტინ გაბრიელიან.

რაც შეეხება დანარჩენი პარტიებიდან არჩეულ დეპუტატებს, „არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“ არჩეულები არიან მკრტიჩ მღდესიან, შირვან შირინიან, მელქონ მაკარიან და გრიგოლ მნაცაკანიან. „საქართველოს ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან“ – რუბენ აბაჯიან. „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციიდან“ – ზაქარ ზაქარიანი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კი ჰარუთიუნ ალექსანიანი.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ არჩეულები არიან ნაირი ირიციან, გრიგოლ წორმუტიან, მანველ საღათელიან, სლავიკ მარაბიან, ჟორა ეზოიან, ფედორ თოროსიან, ავეტის აპოზიან, სერგის უზუნიანი, აბრაჰამ კარაპეტიან, ხვიჩა ხმალაძე, არარატ ჩარჩიან, აშოტ საარიან, ვაგარშაკ არაქელიან, ადუარდ ელიაზიან, ზაური პაქსაძე, გრაჩია მოვსესიან, ვიტალი თოროსიან და იაგორ ღაზარიან.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლად კი ედუარდ აღასარიანი აირჩიეს.

რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, აქ საკრებულო 25 დეპუტატით დაკომპლექტდა. აქედან 15 დეპუტატი პროპორციული სისტემით, 10 კი მაჟორორიტარული საარჩევნო სისტემითაა არჩეული.

პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატებიდან 11 „ქართული ოცნებიდანაა“, ორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ერთი „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან“, ერთი კი „თვითმმართველობა ხალხს“ წარმოადგენს.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული დეპუტატებიდან ერთი დეპუტატი „არასაპარლამენტო ოპოზიციიდანაა“, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატია, დანარჩენი რვა კი „ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პროპორციული საარჩევნო სისტემით „ქართული ოცნებიდან“ არჩეულები არიან სუმბატ კიურეღიან, ოგანეზ მნდლიან, კონსტანტინ ვარდანიან, სამველ მოსოიან, სამველ ირიციან, ჯონი ბერიძე, ანივარდ მოსოიან, ნაირი მანუკიან, მანველ აბგარიან, ვოსკან ელოიან და გრიგოლი შამილიან.

„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობიდან“ – თამაზი მსხვილიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ – ვაჩაგან პოდოღლიან და ვარაზდატ არზუმანიან, „თვითმმართველობა ხალხს“ კი მეხაკ სიმონიან.

რაც შეეხება მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ დეპუტატებს, „ქართული ოცნებიდან“ არიან გრიგორი მხითარიან, კარენ მარგარიან, ასქანაზ მარკოსიან, სედრაკ შახბაზიან, სამველ დარბინიან, ანდრანიკ ხჩატრიან, გეორგი ჩაპანიან და ანდრანიკ კარაპეტიან.

ერთი დეპუტატი ვაგინაკ არზუმანიან „არასაპარლამენტო ოპოზიციიდანაა“, ვალერიკ ბეზოიან კი დამოუკიდებელი დეპუტატია.

[თამარ თოთაძე, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალები თვითმმართველობაში
მე–13 უბანი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით 'ნაციონალებმა' მოიგეს
წინასწარი შედეგებით, ახალციხეში არჩევნები 'ოცნებამ' მოიგო
ახალქალაქის საკრებულოში  ‘ოცნებიდან’ 31, ოპოზიციიდან კი 7 დეპუტატი იქნება
ვინ არიან ასპინძის საკრებულოს დეპუტატები
2 ოპოზიცია, 24 „ოცნება“ – საკრებულოს შემადგენლობა ნინოწმინდაში
ადიგენის საკრებულოში უმრავლესობა 'ქართული ოცნების' დეპუტატები იქნებიან