FM97.5 / LIVE

დაუცველი და სახიფათო მდინარეები

მთავარისაზოგადოება 25.07.2012
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მდინარეების დაბინძურება სახიფათოა როგორც ეკოლოგიური, ისე ბავშვების ჯანმრთელობის თვალსაზრისითაც.

დაუცველი და სახიფათო მდინარეები

ახალქალაქის მუნიციპალიტეტი წყლის რესურსებით მდიდარი მხარეა. უამრავ პატარა მდინარესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი მდინარეები კრხ-ბულახი და ფარავანი მიედინება.

თბილი ამინდების დადგომასთან ერთად მდინარეებში ბანაობის სეზონიც მოვიდა. უფროსები, ძირითადად, არ ბანაობენ, სამაგიეროდ მდინარეში მოჭყუმპალავე ბავშვებსა და მოზარდებს ყოველ თბილ დღეს, ყველა მდინარის ნაპირზე წააწყდებით.

მდინარეებში წყალი მღვრიე და ჭუჭყიანია. ნაპირებიც და თვითონ მდინარეებიც ნაგვითა და ისეთი უსარგებლო ნივთებითაა სავსე, როგორიცაა გატეხილი ბოთლები, საყოფაცხოვრებო და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენები.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეპიდემიოლოგის გაიანე ფიდანიანის თქმით, მდინარეებში ბანაობა სახიფათოა: “მე ვიცი ბავშვები, რომლებიც ა-ჰეპატიტით ანუ ბოტკინით დაავადდნენ სწორედ მდინარეში ბანაობის შემდეგ. ქალაქისა და სოფლების მთელი საკანალიზაციო წყალი მდინარებში ჩაედინება. ბანაობის დროს შეიძლება წყალი გადაგეყლაპოს და დაავადდე. მდინარეების სანიტარული დასუფთავება არ ხდება. შეიძლება არამხოლოდ ჰეპატიტით, არამედ კუჭნაწლავის ინფექციებითა და კანის ავადმყოფობებითაც დაავადდე”.

პარაზიტოლოგის სირანუშ ტონაკანიანის თქმით, ქალაქსა და სოფლებში პარაზიტული ინფექციებით ძალიან ბევრი ბავშვია დაავადებული, თუმცა, არის ტერიტორიები, სადაც ეს დაავადებები საგრძნობლად ხშირია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, განსაკუთრებით ხშირად პარაზიტული დაავადებები სოფლების კარტიკამი, ხულგუმო, კულიკამი, დილისკა, ვაჩიანი, ჩამდურა და ბავრას მცხოვრებ ბავშვებში გვხვდება. ეს სოფლები მდინარეების ფარავანისა და კრხ-ბულახის ნაპირებზე მდებარეობს.

ინფექციური და პარაზიტული დაავადებების გამძაფრება მუნიციპალიტეტში განსაკუთრებულად შემოდგომასა და გაზაფხულზე შეიმჩნევა. ამ წლის იანვარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაფიქსირდა ბავშვთა პარაზიტული დაავადების 20 შემთხვევა, თებერვალში – 9, მარტში – 21, აპრილში – 23, მაისში – 24, ივნისში კი სულ 15 შემთხვევა. ორგანიზმში მოხვედრილი პარაზიტი თავს მაშინვე არ ავლენს, განვითარებისთვის მას გარკვეული დრო ჭირდება. ამ მიზეზით სიმპტომები თავს გაცილებით გვიან იჩენს, ვიდრე ბავშვი რეალურად ინფიცირდება.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში პარაზიტების საწინააღმდეგო წამლებს არიგებს.

სოფელ ბარალეთში ჩადის მდინარე, რომელსაც მოსახლეობა “ბეჟანოს წყალს” ეძახის. ზაფხულში ამ მდინარეში მობანავე ბავშვებიც ბევრია და აქ მოთევზავეებიც.

სოფელ ბარალეთის მკვიდრი რამაზ გოგოლაძე ამბობს, რომ შეუძლებელია თვალი მიადევნო, რომ ბავშვებმა მდინარეში არ იბანაონ. მათ უკრძალავენ, მაგრამ ბავშვები მაინც ბანაობენ. რამაზ გოგოლაძეს არასდროს უნახავს, რომ რაიმე სამსახური დაინტერესებულიყო და მდინარეების დაცვისა და გასუფთავებისთვის რაიმე გაეკეთებინა.

“მდინარეში ბევრია გატეხილი ბოთლები და ნაგავი. გარდა ამისა, ხალხი ნათესების შეწამვლის შემდეგ წამლის ცარიელ ჭურჭელსაც მდინარეში ყრის. ეს არა მხოლოდ მობანავეებისთვის, არამედ ბუნებისთვისაც სახიფათოა. ბავშვების გარდა, მდინარეში თევზიც შეიძლება მოიწამლოს”, - ამბობს რამაზ გოგოლაძე.

მდინარეების გასუფთავებისა და დაცვის თემა მტკივნეული და საკამათოა. ახალქალაქში გამწმენდი მოწყობილობა არ არსებობს.

“ქალაქის მთელი საკანალიზაციო წყალი მდინარეებში ფარავანსა და კრხ-ბულახში იღვრება. ქალაქს გამწმენდი მოწყობილობა არ გააჩნია, კანონის მიხედვით კი ასეთი აღჭურვილობა ყველა ქალაქში უნდა იყოს. საბჭოთა დროში ასეთი მოწყობილობა სოფელ დილისკაში ააგეს და ძალიან ძვირიც დაჯდა, თუმცა, შემდეგ ის განადგურდა”, - ამბობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ავეტიკ ტონაკანიანი.

გამწმენდი მოწყობილობის ასაგებად სერიოზული ფინანსური სახსრებია საჭირო, მუნიციპალიტეტს კი ამის საშუალება არ გააჩნია. ავეტიკ ტონაკანიანის აზრით, ეს მშენებლობა საკუთარ თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს.

მეორე საყურადღებო მომენტი კი ისაა, რომ ასეთ პირობებში მდინარეებში სისუფთავის შენარჩუნებაზე არავინ ზრუნავს.

ასოციაცია “სამყარო” რეგიონში ეკოლოგიის საკითხებზე მუშაობს. მაქსიმუმი, რაც არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია გააკეთოს, ზოგიერთი ტერიტორიის გასუფთავების აქციის ჩატარება და მოსახლეობის ინფორმირებაა. თუმცა მხოლოდ ასეთი ღონისძიებებით პრობლემა ვერ მოგვარდება. ასოციაცია “სამყაროს” წარმომადგენლის ნანა ზუბაშვილის თქმით, ჩვენს რეგიონში მდინარეები სავალალო მდგომარეობაშია.

“ტბები ნაციონალურ პარკში შედის და მისი მენეჯმენტი უვლის, მდინარეებს კი ყურადღებას არავინ აქცევს”, - ამბობს იგი.

ნანა ზუბაშვილის თქმით, ბუნების დაცვის სამინისტროს რეგიონებში წარმომადგენლობების გარეშე ადგილებზე სიტუაციის გაკონტროლება არ შეუძლია.

ადგილობრივ გამგეობაში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სპეციალისტი არის და მისი თქმით, გამწმენდი მოწყობილობების მშენებლობა უახლოეს მომავალში არ იგეგმება. არტურ ირიციანმა მდინარეების დაცვის შესახებ ოფიციალური კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა, თუმცა, მისი თქმით, მდინარეებისა და მათი ნაპირების დაბინძურების შესახებ იცის, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი ყველას ყურადღებას ვერ მიაქცევს. თუ მან ნაგვის გადაგდების მომენტი ვერ დააფიქსირა, ამისთვის კანონის დამრღვევის დაჯარიმება ან პასუხისგებაში მიცემა არ შეუძლია.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ეს ტურისტების ნაკადს შეამცირებს’ – ბორჯომში მდინარის ნაპირები დაბინძურებულია
ახალციხის ბაზარში, სასაკლაოზე დაკლული საქონლის სისხლი მდინარეში ჩადის [Video]
სოფელ ჭაჭარაქში მდინარეში სამი ადამიანი დაიხრჩო
ფეკალური მასა ღია არხებში და პირდაპირ მდინარეში
მუგარეთში 14 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
სასაკლაოზე დაკლული ცხვრის სისხლი მდინარე ფოცხოვში ჩადის [Video/Photo]
ორი საკანალიზაციო ქსელი და ორმაგი ზიანი