FM97.5 / LIVE

ორი საკანალიზაციო ქსელი და ორმაგი ზიანი

მთავარისაზოგადოება 10.10.2013
ახალქალაქში, მიქოიანის ქუჩაზე, ორი ცენტრალური საკანალიზაციო მილი გადის, საიდანაც ნარჩენები მტკვრის შენაკადში, ყოველგვარი გაწმენდვის გარეშე იღვრება. შედეგად ზიანი ადგება როგორც ეკოლოგიას, ისე ქუჩის მცხოვრებლებს.

ორი საკანალიზაციო ქსელი და ორმაგი ზიანი
მიქოიანის ქუჩის ბოლოს ასფალტი იგება, თუმცა აქაურ მცხოვრებლებს ეს მაინცდამაინც არ ახარებთ, რადგან საკანალიზაციო ქსელის პრობლემის მოგვარება, რაც მათ წლებია აწუხებთ, ქუჩის მოასფალტების გამო დიდი ხნით გადაიდება.

მიქოიანის ქუჩა ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების ცენტრში ორი წლის წინ მოექცა. მაშინ, როდესაც სოფლების: ხულგუმოსა და კულიკამის დამაკავშირებელი ხიდის აშენება გადაწყდა. მაშინ გადაწყვიტეს მიქოიანის ქუჩის მოასფალტებაც და აქ მცხოვრებლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქუჩაზე მეორე საკანალიზაციო მილი გაიყვანეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამით ხელისუფლებამ ეკონომია გააკეთა: მეორე საკანალიზაციო მილი იმიტომ გაატარა, რომ მოკლე მანძილი იყო.

„როგორც ვიცით, ტენდერის პირობებით მეორე საკანალიზაციო მილი სხვა ქუჩაზე, აბრამიანის სახლის ახლოს უნდა გაეყვანათ, თუმცა საქმე გაიიოლეს და ეს ფული ჩაიჯიბეს. დოკუმენტების ჩვენება მოვითხოვეთ, მაგრამ არ გვაჩვენეს“, - გვეუბნება მიქოიანის ქუჩის მცხოვრები, თუმცა, ვინაობას არ გვიმხელს.

ქუჩის მცხოვრებლები ხელისუფლებას სთავაზობდნენ ორი საკანალიზაციო მილისგან ერთი გაეკეთებინათ. მით უფრო, რომ ძველი ავარიულია და ხშირად სკდება. თუმცა, იდეას არავინ დაეთანხმა. ქუჩაზე ავარიული მილი დღემდე რჩება.

„ადრე კანალიზაცია შოთა რუსთაველის ძეგლთან ცენტრალურ მილს უერთდებოდა, სადღაც დაზიანებული იყო და კანალიზაციის წყალი ჩვენს ქუჩაზე იღვრებოდა. ასე გრძელდებოდა 4 წლის განმავლობაში. ფანჯრებსა და კარს ვერ ვაღებდით“, - ამბობს ახალქალაქის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეკოლოგი და ბიოლოგი, მიქოიანის ქუჩის მცხოვრები ნაზელი დემურჩიანი.

კანალიზაციის პრობლემასთან ერთად, ქუჩის მცხოვრებლებს ნაგვის პრობლემაც აწუხებთ. ქუჩის ბოლოში ხევია, რომელიც ადრე მწვანე ზონა იყო, შემდეგ კი არაოფიციალურ ნაგავსაყრელად იქცა.

„აქ ძალიან სულ არასასიამოვნო სუნი იყო, კანალიზაციის სუნს ხევიდან, ნაგავსაყრელის სუნი ემატებოდა. შემდეგ ვითხოვეთ, რომ ასფალტის დაგებისას აღებული მიწით ეს ნაგავსაყრელი ამოევსოთ“, - ამბობს მიქოიანის ქუჩის მკვიდრი სეროჟ ხაჩატრიანი.

ქუჩის მცხოვრებლებმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. გამგეობას „სამხრეთის კარიბჭემაც“ მიმართა. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ახლადდანიშნულმა ხელმძღვანელმა ლევონ კაზარიანმა გვიპასუხა, რომ ვინაიდან მოვალეობების შესრულებას ახლახანს შეუდგა, მიქოიანის ქუჩაზე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის გავრცელება არ შეუძლია. მან მოგვიანებით დაკავშირება გვირჩია, თუმცა კონკრეტული დრო არ დაუსახელებია. კაზარიანმა აღნიშნა, რომ ინფორმაციას ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით მოგვაწვდის.

ამასობაში კი ხევში ჩაღვრილი ნარჩენები მტკვრის შენაკადში, თაფარვანში ჩადის, რაც მთლიანობაში ეკოლოგიურ მდგომარეობას დიდ ზიანს აყენებს.

„ნარჩენებიყოველგვარი გაწმენდვის გარეშე იღვრება. ადრე მდინარეში მეტი წყალი იყო, ახლა ნახეთ, ნაპირებზე რამდენი ქვიშაა დაგროვილი. ეს ეკოლოგიურ კატასტროფას ნიშნავს. მდინარეში იქ არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმი, თევზები, მცენარეები, პრაქტიკულად განადგურებულია. იმის ნაცვლად, რომ პირველი საკანალიზაციო მილით მიყენებული ზიანი რაიმენაირად გაენეიტრალებინათ, მეორე დაუმატეს“, - ამბობს ნაზელი დემურჩიანი.

მას იმედიც კი არ აქვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება გამწმენდ ნაგებობას დააყენებს, რაც ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური სფეროს ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებისთვის ასე აუცილებელია.

ორი საკანალიზაციო ქსელი და ორმაგი ზიანი

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რუსთაველის ქუჩაზე ასფალტის დაგებისას საკანალიზაციო მილი დაზიანდა
გვარამაძის ქუჩის მცხოვრებლებმა გამგებლისგან ქუჩის მოასფალტების პირობა მიიღეს
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ივანე ახალციხელის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვენ
ბაღინაშვილის ქუჩის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს
‘სასმელ წყალს სავარაუდოდ კანალიზაცია ერევა’ – მესხეთის ქუჩის მცხოვრებლები
დაბა ადიგენში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს