FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს

მთავარიპოლიტიკა 24.06.2014
დღეს, 24 ივნისს სამცხე–ჯავახეთს არდაჰანის გუბერნიის ხელმძღვანელობა და ბიზნესმენები ესტუმრნენ. თურქი სტუმრები სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ.

სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს
არდაჰანის გუბერნიის ხელმძღვანელობას და თურქ ბიზნესმენებს სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ უმასპინძლა, სადაც ნახევარი საათის განმავლობაში გაცნობითი სახის შეხვედრა მიმდინარეობდა.

აკაკი მაჭუტაძის თქმით, ვიზიტის მიზანია სამცხე–ჯავახეთისა და არდაჰანის მხარეებს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება.

„ამ ორ რეგიონს შორის უნდა განვითარდეს სასაზღვრო ურთიერთობები და ტურიზმი. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი ოფიციალური შეხვედრა, სადაც ქართველი და თურქი ბიზნესმენები მოისმენენ წინადადებებს, განიხილავენ პროექტებს და ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ“, – ამბობს მაჭუტაძე.

თურქეთის დელეგაციასთან ერთად სამცხე–ჯავახეთს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი, საქართველოს სამრეწველო–სავაჭრო პალატის სამმართველოს უფროსი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯერი, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ქალაქ ტრაპიზონის საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები სტუმრობენ.

„ჩვენ გავაკეთებთ მოხსენებას სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რა კეთდება და რა ტენდენციები გვაქვს საქართველოში. ასევე მოვისმენთ თურქი ბიზნესმენების მოსაზრებებს“,–ამბობს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ხუცაიძე.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქეთისა და საქართველოს დელეგაციები სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ, უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ბერიძეს შეხვდნენ და თურქული ენის კაბინეტები დაათვალიერეს.

არდაჰანის გუბერნატორმა საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრულ ურთიერთობებზე და სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებაზე ისაუბრა. აჰმეთ დენიზმა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და არტაანის მხარეში მიიწვია.

„იმისთვის, რომ ერთობლივად გავაკეთოთ კაპიტალდაბანდებები და რეგიონში ტურიზმი განვავითაროთ, ქართველ და თურქ ბიზნესმენებს ერთმანეთი კარგად უნდა გავაცნოთ. სამცხე–ჯავახეთში შესაძლებელია ველური ბუნების ტურიზმის განვითარება, ასევე კარგი იქნება თუ არტაანის მხარეში ჩამოსულ ტურისტს თქვენს რეგიონში ჩამოვიყვანთ და პირიქით“, – ამბობს აჰმეთ დენიზი.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიზიტის შემდეგ თურქეთის დელეგაციამ ახალციხის ციხე დაათვალიერა.
დღესვე ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიზნეს ფორუმი, რომელშიც ჩამოსულ სტუმრებთან ერთად სამცხე–ჯავახეთში მოღვაწე ბიზნესმენებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ბიზნეს ფორუმზე მხარეები ერთობლივ საინვესტიციო და ბიზნეს პროექტებს განიხილავენ. ისაუბრებენ საზღვრისპირა რეგიონებს შორის სავაჭრო– ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.

დღის ბოლოს ბიზნესმენები ბორჯომში მინერალური წყლის ქარხანას დაათვალიერებენ.
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს  არდაჰანის გუბერნიის ხელმძღვანელობა და ბიზნესმენები ეწვევიან
თურქეთის დელეგაცია რეგიონის ფერმერებსა და ბიზნესმენებს შეხვდა
სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა
სამცხე-ჯავახეთს  თურქეთის ელჩი სტუმრობდა
სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა
სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის გუბერნატორებმა რეგიონების განვითარებაზე იმსჯელეს
სამცხე–ჯავახეთი და არტაანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ