FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის გუბერნატორებმა რეგიონების განვითარებაზე იმსჯელეს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 30.10.2018
სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის გუბერნატორებმა რეგიონებს შორის ტურისტული, სავაჭრო–ეკონომიკური და კულტურული კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს. სამომავლოდ ახალციხეში ბიზნესსფორუმის ჩატარებაც იგეგმება.

სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის გუბერნატორებმა რეგიონების განვითარებაზე იმსჯელეს

თურქეთიდან ხუთკაციანი დელეგაცია, არტაანის რეგიონის გუბერნატორთან მეჰმეთ ემინ ბილმეზთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციას დღეს, 30 ოქტომბერს ესტუმრა.

არტაანის გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების მერებს და სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა მოადგილეებთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად უმასპინძლა.

დაახლოებით ერთ საათიანი შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. მხარეებმა შეხვედრაზე ტურიზმზე კულტურასა და ასევე, სავაჭრო–ეკონომიკურ საკითხებზე ისაუბრეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ არტაანის გუბერნატორმა მეჰმეთ ემინ ბილმეზმა განაცხადა რეგიონების სავაჭრო და ეკონომიკური სფეროს განვითარების მიზნით სამცხე–ჯავახეთში ბიზნესფორუმი გაიმართება, თუმცა ზუსტი დრო ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„მსგავსი ბიზნესფორუმი უკვე იყო არტაანში, რამდენიმე ხნის წინ საქართველომაც უმასპინძლა და ახლა გადავწყვიტეთ კონკრეტულად ამ რეგიონში გაიმართოს, რადგან კარგად გავეცნოთ ადგილობრივ ბიზნესმენებს, გავიგოთ რეგიონის პოტენციალი, შემდეგ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადავდგამთ. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ტრანს–სასაზღვრო ურთიერთობების განვითარება, რადგან კონკრეტულად ჩემს რეგიონში საქართველოს სამი საბაჟო გამშვები პუნქტი მდებარეობს“,–ამბობს არტაანის გუბერნატორი.

სამცხე–ჯავახეთის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების უფროსი მარინა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე რეგიონში ტურიზმის განვითარების შესახება ისაუბრეს –„ჩვენი შეხვედრის ერთ–ერთი საკითხი იყო ტურიზმის განვითარება. ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და მალე იქნება ქმედითი ნაბიჯები. უკვე გვქონდა შეხვედრები არტაანში ,სადაც გავაცანით ჩვენი ტურისტული პოტენციალი“.

მარინა გაჩეჩილაძის თქმით, უკვე წლებია არტაანის გუბერნიასთან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და მუშაობენ რეგიონების განვითარების კუთხით, ყველა სფეროში.

სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის გუბერნატორებმა რეგიონების განვითარებაზე იმსჯელეს

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს არტაანის გუბერნატორი ეწვევა
სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა
სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა
მხარის რწმუნებულმა არტაანის დელეგაციას უმასპინძლა
სამცხე–ჯავახეთი და არტაანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ოფიციალური ვიზიტი არტაანში
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს