FM97.5 / LIVE

სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა

მთავარისაზოგადოება 17.06.2015
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე ოფიციალური სამუშაო ვიზიტით თურქეთში არტაანის რეგიონს ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთისა და არტაანის გუბერნიებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება.

სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა
სამცხე – ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ და არტაანის გუბერნატორმა ახმედ დენიზმა განიხილეს სასაზღვრო რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივები.

განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა ტურიზმისა და ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე და ამ მხრივ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

შეხვედრები გაიმართა ასევე, ქალაქ არტაანის მერთან, ფოსოფის გამგებელთან, არტაანის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი, ქალაქ ახალციხის მერი გიორგი კოპაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე და გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების მართვის სამსახურის უფროსი მარინა გაჩეჩილაძე.

დელეგაციის წევრები გაეცნენ მეზობელ რეგიონში ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მუშაობის სპეციფიკას, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტურიზმის განვითარებისათვის განხორციელებულ სამუშაოებს.

ტრადიციულად საპასუხო ვიზიტით უახლოეს ხანში სამცხე-ჯავახეთს არტაანის მხარის დელეგაცია ეწვევა. ახალციხის მერმა გია კოპაძემ მასპინძლები 30 ივნისს შალვა ახალციხელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოიწვია. მორიგი მიწვევა მიიღო სამცხე-ჯავახეთის მხარემაც. 8-10 აგვისტოს არტაანში ტრადიციად ქცეულ თაფლის ფესტივალზე. გამოითქვა სურვილი ერთობლივი სპორტული ღონისძიებების ჩატარების შესახებაც.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს არდაგანის უნივერსიტეტშიც უმასპინძლეს და იქ არსებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო რესურსები და პროგრამები გააცნეს, მოინახულეს არტაანის გუბერნიაში მშენებარე სამთო-სათხილამურო ბაზა, დღის ბოლოს კი მხარის ღირსშესანიშნაობები - ისტორიული მუზეუმი და არტაანის ციხე დაათვალიერეს.

სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ოფიციალური ვიზიტი არტაანში
სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა
სამცხე–ჯავახეთს არტაანის გუბერნატორი ეწვევა
სამცხე–ჯავახეთი და არტაანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ
სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის გუბერნატორებმა რეგიონების განვითარებაზე იმსჯელეს
მხარის რწმუნებულმა არტაანის დელეგაციას უმასპინძლა
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს