FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთს არდაჰანის გუბერნიის ხელმძღვანელობა და ბიზნესმენები ეწვევიან

მთავარიპოლიტიკა 23.06.2014
24 ივნისს სამცხე-ჯავახეთს მეზობელი თურქეთის საზღვრისპირა რეგიონის არდაჰანის მხარის დელეგაცია ეწვევა. სტუმრებს სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უმასპინძლებს.

სამცხე–ჯავახეთს  არდაჰანის გუბერნიის ხელმძღვანელობა და ბიზნესმენები ეწვევიან
ვიზიტი სამცხე-ჯავახეთისა და არდაჰანის მხარეს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.

არდაჰანის, ფოსოფისა და ბურსას ოფიციალური პირების გარდა, სამცხე-ჯავახეთს მეზობელი რეგიონის ბიზნესმენთა 60 კაციანი დელეგაციაც ეწვევა. სტუმრები მხარეში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, მხარის ბუნებრივი რესურსებითა და ტურისტული პოტენციალით ინტერესდებიან.

ვიზიტის ფარგლებში თურქი სტუმრები ახალციხის ღირსშესანიშნაობებს (ახალციხის ციხე), ასევე მიმდინარე და დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს დაათვალიერებენ. სტუმრები შეხვდებიან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს მერაბ ბერიძეს.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ბიზნეს ფორუმი, რომელშიც თურქ ბიზნესმენებთან ერთად სამცხე-ჯავახეთის ბიზნესმენებიც მიიღებენ მონაწილეობას. ბიზნეს ფორუმზე მხარეები ერთობლივ საინვესტიციო და ბიზნეს პროექტებს განიხილავენ, ისაუბრებენ საზღვრისპირა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, ასევე კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროებში აქტიური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც.

დღის ბოლოს ბიზნესმენები ბორჯომში მინერალური წყლის ქარხანას დაათვალიერებენ და გაემგზავრებიან თბილისში, სადაც ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის შეხვედრები.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს
თურქეთის დელეგაცია რეგიონის ფერმერებსა და ბიზნესმენებს შეხვდა
სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა
არდაგანში ბიზნეს ფორუმზე სამცხე–ჯავახეთიდან მერები და მხარის რწმუნებული მიიწვიეს
სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა
სამცხე-ჯავახეთს  თურქეთის ელჩი სტუმრობდა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ოფიციალური ვიზიტი არტაანში