FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა

მთავარიპოლიტიკა 25.08.2015
დღეს, 25 აგვისტოს სამცხე–ჯავახეთს არტაანის გუბერნატორი და ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონებს შორის სასაზღვრო და სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების და აქტიური თამაშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა

არტაანის დელეგაციას სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

"ვისაუბრეთ გამშვებ პუნქტებზე, არტაანის გუბერნატორის თქმით, კარწახის გამშვები პუნქტი გაიხსნება სექტემბრის ბოლოსთვის, ასევე მომავალი წლიდან დაიწყება ვალის გამშვები პუნქტის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც საქართველოს მხრიდან თურქეთში იმპორტი უკვე შესაძლებელი გახდება. აქამდე ვალის გამტარი პუნქტი მხოლოდ ტრანზიტის ფუნქციას ასრულებდა. ეს იქნება ორივე მხარისთვის წარმატებული“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ამატებს, რომ შეხვედრაზე ტურისტული მიმართულებების განვითარებაზეც ისაუბრეს.

არტაანის გუბერნატორის, საკრებულოს თავმჯდომარის, ფოსოფის გამგებლის, არტაანის სავაჭრო–სამრეწველო პალატის თავმჯდომარის ვიზიტის მიზანი სამცხე–ჯავახეთსა და არტაანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება, ასევე ეკონომიკური და ტურისტული თანამშრომლობის განვითარება იყო.

„ვფიქრობ ჩვენი ურთიერთობები და კონსულტაციები წაადგება მხარეების ეკონომიკურ განვითარებას, ასევე ხელს შეუწყობს რეგიონებს შორის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ვართ არა მხოლოდ მეზობელი, არამედ მეგობარი სახელმწიფოები, როგორც გაჭირვების, ასევე დალხინების ჟამს ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ. თურქეთსა და საქართველოს საუკეთოსო ურთიერთობა გააჩნია და ეს უნდა გამოვიყენოთ მოგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, – განაცხადა არტაანის მხარის გუბერნატორმა აჰმედ დენიზიმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრები და მასპინძლები ვარძიის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ.

სამცხე–ჯავახეთს არტაანის დელეგეცია ესტუმრა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე – ჯავახეთის დელეგაცია არტაანის გუბერნიას ესტუმრა
სამცხე–ჯავახეთისა და არტაანის გუბერნატორებმა რეგიონების განვითარებაზე იმსჯელეს
მხარის რწმუნებულმა არტაანის დელეგაციას უმასპინძლა
სამცხე–ჯავახეთს არტაანის გუბერნატორი ეწვევა
სამცხე–ჯავახეთი და არტაანი ერთობლივი პროექტების განხორციელებას გეგმავენ
სამცხე-ჯავახეთის გუბერნიის ოფიციალური ვიზიტი არტაანში
სამცხე–ჯავახეთს თურქეთის დელეგაცია სტუმრობს