FM97.5 / LIVE

ახალციხეში მეორე ტურს პროგნოზირებენ

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.06.2014
მცირე პროცედურული დარღვევები, კრიმინალური ელემენტებისა და ძალოვნების სიმრავლე უბნებზე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები და ამომრჩეველთა თვალშისაცემი პასიურობა – პოლიტიკური პარტიები არჩევნების დღეს აფასებენ.

ახალციხეში მეორე ტურს პროგნოზირებენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი შოთა მალაშხია ამბობს, რომ საქართველოს ბევრ ქალაქში მეორე ტური გარდაუვალია. შოთა მალაშხია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობას ახალციხეში აკვირდებოდა, ამბობს, რომ ხშირი იყო შემთხვევები, როცა ამომრჩევლები სიაში არ იყვნენ.

"ასევე, როგორც გაირკვა, ამ ხელისუფლების ტრადიციაა, კრიმინალური ელემენტებისა და პოლიციის სტრუქტურების ერთად მუშაობა. ერთად მოძრაობდნენ და ეს კარგი ნიშანია იმისთვის, რომ მოსახლეობამ კიდევ ერთხელ გაიგოს, რა იყო წინა ხელისუფლების ხელში და რა არის დღევანდელ დღეს. მათი საყრდენი, როგორც ჩანს, რჩებიან ის კრიმინალები, რომლებიც პოლიტპატიმრების ეგიდით გამოუშვეს ციხეებიდან", – ამბობს იგი.

მისივე თქმით, არჩევნების მიმდინარეობის მხოლოდ დღევანდელი დღით შეფასება დაუშვებელია: „იყო დევნა, იყო შევიწროვებები, არის სახელმწიფო რესურსის გამოყენება, რაც დღეს აქტიურად ჩანდა. მაგრამ, რეალობა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ ხელისუფლებას, მიუხედავად ზეწოლებისა, მაინც უარი უთხრა, მას არ უნდა სიცრუეში ცხოვრება. ამიტომ სერიოზული პრობლემა აქვს ხელისუფლებას, უმეტეს ქალაქებში აუცილებლად იქნება მეორე ტური, თუ ამ წუთებშიც ისინი არ შეეცდებიან ამ მონაცემების გაყალბებას“.

"ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" ახალციხის შტაბში ამბობენ, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა და სერიოზული დარღვევები არ დაფიქსურებულა. თუმცა, ამომრჩევლის პასუირობაზე საუბრობენ.

"ველოდებით შედეგებს, იმედი გვაქვს, რომ მეორე ტური იქნება. მაგრამ, ვნახოთ, რა შედეგები დაიდება, რადგან აქტივობა ძალიან დაბალი იყო, 40%–ზე ცოტა მეტი ამომრჩეველია მოსული. უნდა ყოფილიყო მეტი აქტივობა, რომ მეტი ლეგიტიმაციით იყოს არჩეული ქალაქის მერი და რაიონის გამგებელი", – ამბობს "ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" გამგებლობის კანდიდატი ოლეგი ძოწენიძე.
მოსახლეობის პასიურობაზე საუბრობს "ქართული ოცნების" ახალციხის მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძეც.

"სამწუხაროა, რომ ამომრჩეველთა ის რაოდენობა არ მოვიდა, რასაც ჩვენ ვვარაუდობდით. ამან ითამაშა ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგებზეც. მოსახლეობა უფრო აქტიური რომ ყოფილიყო, მერწმუნეთ, საგრძნობლად ნაკლები იქნებოდა როგორც სხვა ოპოზიციური პარტიების, ასევე ნაციონალური მოძრაობის შედეგი", – ამბობს გიორგი კოპაძე.

რაც შეეხება დარღვევებს, კოპაძე ამბობს, რომ ძირითადად იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამ უპირატესობით ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ერთ–ერთი უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ოლეგ სანდროშვილი სარგებლობდა.
ახალციხის მერობის კიდევ ერთ კანდიდატს "სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზიდან" გოჩა ათოშვილს წინასწარ პროგნოზის გაკეთება უჭირს.

"ვნახოთ, შედეგი გვიჩვენებს და ანალიზის საშუალებას მოგვცემს. აღარ ვიცი უკვე, იქნება თუ არა მეორე ტური, ძირითადად, ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო. ძალიან ბევრი ხალხი ჰყავდათ უბნების გარეთ. შეიძლება ამით კანონს არ არღვევდნენ, მაგრამ იდგნენ, მანქანებით მოძრაობდნენ და ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო", – ამბობს ათოშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება’ – პარტიების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
წინასწარი შედეგებით, ახალციხეში არჩევნები 'ოცნებამ' მოიგო
ირაკლი ერეკლიშვილი: „ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, „ოცნება“ უფრო ცოტა ხმას მიიღებდა“
ახალციხის N6 და N7 უბნების შედეგები ცნობილია
მაჟორიტარები მეორე ტურისთვის ემზადებიან
დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება
პოლიტიკური პარტიების მიერ დაფიქსირებული დარღვევები ახალციხეში