FM97.5 / LIVE

ხმაური გადასატანი ყუთების ირგვლივ

მთავარიპოლიტიკა 27.10.2013
პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერი თამარ სამსონიძე აცხადებს, რომ გადასატანი ყუთების ირგვლივ ახალციხის საარჩევნო უბნებზე დილიდან ხმაურია.

ხმაური გადასატანი ყუთების ირგვლივ
"დილიდან წამოვიდა ზარები. ყველა უბანზე სცადეს "ნაციონალებმა" აპრობირებული მეთოდის გამოყენება. მათ მიიღეს წილისყრაში მონაწილეობა და მოხვდნენ იმ წევრებს შორის, ვინც უნდა გაყვეს გადასატან ყუთს, თუმცა, შემდეგ გაყოლაზე უარი განაცხადეს. ცხადია, უნდა შერჩეულიყო სხვა წევრი, ბურჯანაძეს კომისიაში წევრი არ ყავს და ავტომატურად, გამოდიოდა "ოცნების" ორი წევრი. ამან ყველა უბანზე დილიდანვე ხმაური გამოიწვია", - აცხადებს თამარ სამსონიძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბში აცხადებენ, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

"ჩვენი წარმომადგენელი ნამდვილად მონაწილეობდა წილისყრაში და ამ დრომდე რომელი უბნებიდანაც გავიდა გადასატანი ყუთი, ყველას გაყვნენ", - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ გიქოშვილი.

#37 ახალციხის საოლქო კომისიაში ამბობენ, რომ მსგავსი შემთხვევები იყო, თუმცა, ეს არ არის კანონდარღვევა. კერძოდ, გადასატან ყუთს ნამდვილად უნდა გაყოლოდნენ "ოცნებისა და ნაციონალების" წარმომადგენლები, მაგრამ, ვინაიდან "ნაციონალებს" კომისიაში ერთი წევრი ჰყავთ, მას უბნის დატოვება არ სურდა და ჰქონდა უფლება უარი ეთქვა გაყოლაზე.

"ეს არ არის დარღვევა, მათ ჰქონდათ არჩევანის უფლება, ზოგ უბანზე გაყვა, ზოგ უბანზე არ გაყვა. ამ ხმაურს არც მასობრივი ხასიათი ჰქონია", - აცხადებს #37 ახალციხის საოლქო კომისიის მდივანი ქეთევან მიშველიძე.

მისივე განმარტებით, იქ სადაც "ნაციონალმა" უარი განაცხადა ყუთის გაყოლაზე, იგი უბანზე მყოფმა საოლქო კომისიისგან დანიშნულმა წევრმა ჩაანაცვლა: "ოცნების"ორი წევრი არსად არ გაჰყოლია".

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
N1ადიგენის საარჩევნო უბანზე გადასატან ყუთს "ოცნების" და "ნაციონალების" წევრები გაყვებიან
ახალციხეში, 26–ე ნაოხრების საარჩევნო უბანზე პოლიცია გამოიძახეს
‘ნაცმოძრაობა’: უბანზე მდივნად არჩეული ‘ნაციონალი’ ‘ოცნების’ ზეწოლის შემდეგ შეცვალეს
N32–ე საარჩევნო უბანზე 2 შენიშვნა დაიწერა
"ოცნების" 4 წევრი N1ადიგენის საარჩევნო უბანზე
გადასატანი ყუთის მოთხოვნის დრო იწურება