FM97.5 / LIVE

N32–ე საარჩევნო უბანზე 2 შენიშვნა დაიწერა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.06.2014
N37–ე ახალციხის საარჩევნო ოლქის N32–ე ახალციხის საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში ორი შენიშვნა ჩაიწერა.

N32–ე საარჩევნო უბანზე 2 შენიშვნა დაიწერა

ერთი შენიშვნა უბანზე „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელს, შტაბის უფროსს ჯიმშერ გოგოლაურს ეხება. საარჩევნო კომისიის წევრები მას ზეწოლაში ადანაშაულებენ.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვეფხია დიაკონაშვილის განმარტებით, ჯიმშერ გოგოლაური რომელმაც “სახალხო მოძრაობა – ცესკოს” აკრედიტაცია წარადგინა უბანზე, კომისიის წევრებს დაემუქრა, რომ თუ ოქმს არასწორად შეავსებდნენ, მათ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ელოდებოდათ.

„უბანზე შემოვიდა “სახალხო მოძრაობის“ წარმომადგენელი ცესკოში ჯიმშერ გოგოლაური, რომელმაც კომისიის წევრებს მუქარის ტონით განუცხადა, რომ ოქმის არასწორად შევსების შემთხვევაში დაისჯებოდნენ 2 წლით თავისუფლების აღკვეთით“, – ვკითხულობთ ჩანაწერთა წიგნში.

ვეფხია დიაკონაშვილი ამბობს, რომ მან გოგოლაურს მიუთითა დაეტოვებინა უბანი და მომხდარი დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში.

„ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ წევრი ია ხარაიშვილი ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ხარაიშვილი, რომელიც საარჩევნო ბლოკის წარმომადგენელია საოლქო კომისიაში, ამბობს, რომ დამკვირვებელს საარჩევნო ყუთი ახლოს ედგა და მან შენიშვნა მისცა, რასაც კომისიის წევრების გაღიზიანება მოჰყვა და ყველაფერი აქედან დაიწყო: "ამაზე ატყდა ერთი ამბავი და დაგვადანაშაულეს ზეწოლაში".

რაც შეეხება მეორე შენიშვნას, ეს შენიშვნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა დაწერა. შენიშვნა უბანზე მარკირებიან ამომრჩეველს ეხება.

„უბანზე შემოვიდა 1953 წელს დაბადებული რუბენ ხაჩატურიანი. ნაკადის მომწესრიგებელმა დააფიქსირა, რომ მას ხელზე ჰქონდა მარკირება. ამის შესახებ მან უთხრა უბნის თავმჯდომარეს, თუმცა მათ ვერ მიიღეს გადაწყვეტილება უნდა მიეცა თუ არა ხმა აღნიშნულ ამომრჩეველს. ამის შემდეგ მათ დარეკეს საოლქო კომისიაში და უბანზე მოვიდა საოლქოს წარმომადგენელი კარაპეტ კირაკოსიანი. შედეგად, გადაწყდა, რომ ამომრჩეველს ხმა არ უნდა მიეცა“, – ვკითხულობთ ჩანაწერთა წიგნში.

ამავე უბანთან, ისევე როგორც სხვა უბნებთან, დგას „ქართული ოცნების“ ორი წევრი, რომლებიც აცხადებენ, რომ აღრიცხავენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს. თუმცა, მათაც იგივე ინსტრუქციები აქვთ, რაც მეხუთე უბანზე დაფიქსირდა. კერძოდ, აღნიშნონ მხარდამჭერები და გარკვეულ საათებში ინფორმაცია მიაწოდონ ცენტრს მესიჯით.

ერთ–ერთი მათგანი, გიორგი შუბითიძე აცხადებს, რომ აღრიცხავენ ამომრჩევლებს. თუმცა, მას შემდეგ რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ მათ განუცხადა, რომ ინსტრუქციაში საუბარი მხარდამჭერებზეა და არა ზოგადად ამომრჩევლებზე და საიდან ხვდებიან ვინაა მათი მხარდამჭერი, შუბითიძემ განაცხადა, რომ მხარდამჭერებს ცნობენ, ვინაიდან მათ ჩაატარეს კარდაკარი და ყველა ახსოვთ. არცერთმა მათგანმა „სამხრეთის კარიბჭეს“ ფოტოს გადაღების უფლება არ მისცა.

ამავე უბანთან იმყოფებიან უშიშროების წარმომადგენლებიც.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მე–12 აგარის უბანზე 1 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
N16 კლდის უბანზე მარკირებას მარცხენა ხელზე უკეთებდნენ
N35 აწყურის უბანზე 2 შენიშვნა და 1 საჩივარი დაიწერა
ოთხი დარღვევა electionsportal.ge-ზე
"ოცნების" ორი წარმომადგენელი უბანზე
მე–5 ახალციხის უბანზე მხარდამჭერებს აღრიცხავენ
არჩევნების პორტალი: დარღვევა ახალციხის N4 საარჩევნო უბანზე