FM97.5 / LIVE

წაიღო თუ არა სახლში ბიულეტენები N15–ე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ

მთავარიარჩევნები 14.06.2014
ზეწოლა საუბნო კომისიის წევრებზე და სახლში წაღებული საარჩევნო ბიულეტენები თუ უსაფუძვლოდ შექმნილი აჟიოტაჟი. რაში ადანაშაულებენ N37 ახალციხის საარჩევნო ოლქის N15–ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები;

წაიღო თუ არა სახლში ბიულეტენები N15–ე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ
N15–ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჯიმშერ ტაბეშაძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სოფელ ანში N15–ე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ჯიმშერ ტაბეშაძემ ახალციხის საოლქო კომისიიდან წამოღებული ბიულეტენები სახლში წაიღო.

„უბანზე მარტო ვიყავი, ველოდებოდი ბიულეტენებს როდის მოიტანდა. ამ დროს მისმა მანქანამ ზევით აიარა. ამასობაში პარტიიდანაც მირეკავდნენ და ამოწმებდნენ მოვიდა თუ არა ბიულეტენები ადგილზე. ლოდინში საუბნო კომისიის ეზოს გამოვცდი, როცა დავინახე ჯიმშერის მანქანა უბნისკენ მიდიოდა და მაშინვე მივყევი. ის უკვე უბანზე იყო შესული და სეიფის კარი ჰქონდა გაღებული“, - ამბობს N15–ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მეგი კაპანაძე.

კითხვაზე დარწმუნებულია თუ არა, რომ ტაბეშაძემ ბიულეტენები ნამდვილად სახლში წაიღო გვპასუხობს: „დარწმუნებული არ ვარ, რომ სახლში ჰქონდა წაღებული. მაგრამ ის, რომ მანქანა პირდაპირ უბანზე არ შემოვიდა, აშკარაა“.

ტაბეშაძე მომხდარს უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს და ამბობს, რომ ამ ხმების გავრცელება მას აწყობდა, ვინც გამარჯვებაში დარწმუნებული არაა: „ბიულეტენები უბანზე დავტოვე და სახლში წავედი საჭმელად. ამ წუთშიც სეიფში აწყვია ლუქითა და ბეჭდებით. რატომ წავედი სახლში, მაგაზე ატეხეს ამბავი“.

მისი თქმით, მაშინ, როცა უბანზე ბიულეტენები დატოვა, საუბნო კომისიის წარმომადგენლების ნახევარზე მეტი იქ იყო: „2 საათი მოვრიხინებდი გზაზე, რამის გაკეთება რომ მდომებოდა, იქ გავაკეთებდი“.

ტაბეშაძეს ემოწმება N15–ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ჯუმბერ კაპანაძე: „ბიულეტენები რომ მოიტანა, უბანზე ვიყავი, ჩემთან ერთად იყო კიდევ სამი წევრი“.

მათ განცხადებას სიცრუეს უწოდებს მეგი კაპანაძე და ამბობს, რომ უბანზე ბიულეტენებს მარტო ელოდა: „ახლა უნამუსოდ აცხადებენ, რომ ვითომ, როცა თავმჯდომარე მოვიდა, იქ იყვნენ. არადა, მარტო მე ველოდი. ჯუმბერ კაპანაძემ უბანი ერთი საათით ადრე დატოვა“.

წაიღო თუ არა სახლში ბიულეტენები N15–ე საუბნო კომისიის თავმჯდომარემ
კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მეგი კაპანაძე

ახალციხის მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ გელა დემეტრაძე აცხადებს, რომ ტაბეშაძეს ბიულეტენების სახლში წაღება თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა: „როგორღაც მოახერხა უბნის თავმჯდომარემ და კომისიის 4 წევრს იმოწმებს, რომ თითქოს ბიულეტენების მიტანისას ისინი თან ახლდა. მას ჩვენ წარმომადგენელთან, რომელიც ასაკით ბევრად პატარაა, ხმამაღალი შელაპარაკება მოუვიდა, ამიტომ მეგი ცოტა დაიბნა“.

N37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი კარაპეტ კირაკოსიანი, რომელმაც ბიულეტენები N15–ე საუბნო საარჩევნო კომისიის სეიფში თავად გადაამოწმა, გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ბიულეტენები ვიღაცამ სახლში წაიღო, სიცრუეს უწოდებს.

„ჩემი თვალით ვნახე ბიულეტენები, ყველა ადგილზეა, ლუქები დარღვეული არ არის. თავმჯდომარემ ბიულეტენები სეიფში ჩაკეტა და მერე წავიდა სახლში“, - ამბობს კირაკოსიანი.

მიუხედავად იმისა, რომ 650-ვე ბიულეტენი ადგილზეა, დემეტრაძე მომხდარს საოლქო კომისიაში მაინც გაასაჩივრებს.

„ყველამ კარგად იცის როგორი გასაუბრების შემდეგ შეირჩნენ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები. მსგავსი ფაქტები სხვა უბნებზეც დაფიქსირდა, შესაძლოა მმართველ კოალიციას რაიმე მექანიზმი აქვს შემუშავებული“, - აცხადებს დემეტრაძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დარღვევა აბასთუმნის საარჩევნო უბანზე
ახალციხის ოლქში საუბნო კომისია დასაკომპლექტებელი 1 უბანზე დარჩა
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში 3 საჩივარი შევიდა
N32–ე ახალციხის უბანზე ოთახში არ იდგა ქსეროქსის აპარატი
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
ახალციხის საოლქო კომისიამ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები დაასაჩუქრა