FM97.5 / LIVE

რა ცვლილებები ელის ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 14.06.2014
2015 წლის 15 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩევლებს რამდენიმე სიახლე ელით.

რა ცვლილებები ელის ამომრჩეველს საარჩევნო უბანზე
პირველი და ყველაზე მთავარი, რაც ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ისაა, რომ მათ სამი ბიულეტენი დახვდებათ და თითოეულ მათგანზე ერთი კანდიდატი უნდა შემოხაზონ.

1.მერობის ან გამგებლობის კანდიდატები;
2.საკრებულოს მაჟორიტარი წევრები;
3.პროპორციული სიიდან, ანუ ამ შემთხვევაში პარტია უნდა აირჩიოს ამომრჩეველმა;

გასული თვითმმართველობის არჩევნებისგან განსხვავებით, საარჩევნო კოდექსში წელს რამდენიმე სიახლეა.

ამომრჩეველთა სამაგიდო ერთიან სიაში, ამომრჩევლების მონაცემებთან ერთად, ფოტოსურათებიც იქნება დამატებული. გარდა ამისა, სიებში მითითებულია სქესი, რომელიც ბოლოს დაითვლება და გაკეთდება სტატისტიკა, რამდენმა მამაკაცმა და ქალბატონმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

საარჩევნო უბნებზე იქნება გამადიდებელი ლინზა და ამომრჩეველს, რომელსაც მხედველობის პრობლემა აქვს, მისი გამოყენება შეეძლება.

ამომრჩეველს კაბინაში მხოლოდ კალამი დახვდება (აღარ გაიკვრება ბიულეტენების შევსების წესი და ინფორმაცია ბიულეტენების ბათილობის შესახებ).

და ბოლოს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კომისიის წევრებს ბეჭდებზე ნაკვეთურების გაკეთება აღარ მოუწევთ.
საარჩევნო სისტემების განვითარების რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლის ნათია იოსელიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრატორი მიიჩნევს, რომ ფოტოსურათი შეუსაბამოა ამომრჩეველთან, ამ უკანასკნელს ხმის მიცემის უფლება მაინც ექნება.

„ამომრჩეველი აუცილებლად მისცემს ხმას, თუმცა ჩანაწერთა წიგნში, მისთვის განკუთვნილ შესაბამის ადგილზე, უნდა გაკეთდეს შეუსაბამობის ფაქტი, უნდა მოინიშნოს ამომრჩევლის სახელი და გვარი და რიგითი ნომერი. ამომრჩევლის წარდგენილ დოკუმენტს უღებენ ფოტო ასლს, ამის შემდეგ აწერს მდივანი ხელს და ინახავენ ჩანაწერთა წიგნთან ერთად. ბოლოს ილუქება და იგზავნება ოლქში“, - ამბობს იგი და ამატებს, რომ რაც შეეხება ბეჭდებთან დაკავშირებულ ცვლილებას, ნაკვეთურის გაკეთება იყო მხოლოდ ტექნიკური დეტალი და რეალურად, შედეგზე გავლენას არ ახდენდა.

„იყო შემთხვევები, როცა კომისიის წევრს ავიწყდებოდა მეორე ნაკვეთურის გაკეთება და ვიღებდით შემაჯამებელ ოქმში ერთნაკვეთურიან ბეჭდებს. ეს რეალურად შედეგზე გავლენას ვერ ახდენდა და რადგან რეალურად არ ცვლიდა სურათს, ამოიღეს“, - ამბობს იგი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის ვირჩევთ 21 ოქტომბერს – რამდენი ბიულეტენი დახვდება ამომრჩეველს კაბინაში
„სამართლიანი არჩევნები“: დარღვევები 15:00 საათის მონაცემებით
საია: 30 საჩივარი და 47 შენიშვნა 21:00 საათისთვის
N3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა
N16 კლდის უბანზე მარკირებას მარცხენა ხელზე უკეთებდნენ
საიას მიერ დაფიქსირებული დარღვევები 18:00 საათისთვის
კუმურდოში ამომრჩეველს კაბინაში დახვდა ბიულეტენი, რომელზეც ხუთი ნომერი იყო შემოხაზული