FM97.5 / LIVE

ახალციხელი ახალგაზრდები ანაკლიის ბანაკში დაისვენებენ

მთავარისაზოგადოება 20.07.2012
10 ახალციხელი ახალგაზრდა გუშინ ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში გაემგზავრა.

ახალციხელი ახალგაზრდები ანაკლიის ბანაკში დაისვენებენ

18-დან 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდები პატრიოტთა ბანაკში ერთი კვირის განმავლობაში დაისვენებენ. ბანაკში ახალციხიდან უკვე მესამე ჯგუფი წავიდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულუტურის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის იური ზარიძის განმარტებით, გასული წლისგან განსხვავებით წელს პატრიოტულ ბანაკში დასვენება ყველა ახალგაზრდას შეუძლია.

”პროექტში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც განცხადებას შემოიტანს. შემდეგ წილისყრით ვარჩევთ მონაწილეებს. წინა ნაკადზე 45 განცხადება იყო, ამჯერად, რადგან საგამოცდო პერიოდი იყო, მხოლოდ 15 განაცხადი შემოვიდა”, - ამბობს იური ზარიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტიდან ბანაკში პირველი ნაკადი 1 ივნისს გაემგზავრა. შემდეგი 20 აგვისტოს გავა.

ანაკლიის პატრიოტთა ბანაკი 1 ივნისს, საზეიმოდ გაიხსნა. პროგრამა 7 ოქტომბერს დასრულდება. კონფლიქტის ზონასთან მდებარე ბანაკში ჯამში 6 000 ახალგაზრდა დაისვენებს.

აღნიშნული პროექტი პრეზიდენტის ინიციატივაა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. გასულ წლებთან შედარებით, დღეების რაოდენობა შემცირებულია. მოზარდები შავიზღვისპირეთში ათის ნაცვლად 7 დღის განმავლობაში რჩებიან.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის სარაგბო ბაზაზე შშმ ახალგაზრდებისთვის ბანაკი მოეწყობა
სპორტის სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს
პროექტში, 'უცნობი საქართველო', ახალციხელი ახალგაზრდები ჩაერთვნენ
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
ახალციხელი მძლეოსანი საქართველოს ჩემპიონი გახდა
ახალქალაქში ბავშვებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო
დღეს  ახალციხიდან ჯარში 18 ახალგაზრდა  წავიდა