FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს აფასებენ

მთავარისიახლე, არჩევნები 21.10.2017
ოპოზიციური პარტიების მერობის კანდიდატების ნაწილი გაყალბებასა და ზეწოლაზე საუბრობს, მმართველი გუნდის კანდიდატი კი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესმა დემოკრატიულად ჩაიარა.

ახალციხის მერობის კანდიდატები არჩევნების დღეს აფასებენ

საარჩევნო ბლოკის „ბაქრაძე უგულავა– ევროპული საქართველოს“ კანდიდატის ვაჟა ჩიტაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანი დარღვევები კენჭისყრის დღეს არ დაფიქსირებულა: „ ნაოხრების უბანზე იყო პატარა ინციდენტი. ისეთი დარღვევები კონკრეტულად დღეს არ დაფიქსირებულა. დანარჩენი ხმის დათვლის დროს გაირკევევა. საარჩევნო პროცესი დღეს არ დაწყებულა“.

მისი თქმით, ამომრჩევლების აქტივობაც ნორმალური იყო, რადგან 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, დღეს, 2017 წლის 21 ოქტომბერს მეტი ამომრჩეველი მივიდა.

ვაჟა ჩიტაშვილისგან განსხვავებით გაყალბებასა და ზეწოლაზე საუბრობს საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი ირაკლი ბარძიმაძე: „ჩვენ ვიდეო და აუდიო ჩანაწერებიც გვაქვს და ოქმიც დავწერეთ, ეს იყო გაყალბებული არჩევნები, სომხურ ზონაში, საძელის უბანზე, თავმჯდომარესა და „ოცნების“ წარმომადგენელს შეჰყავდათ კაბინაში ამომრჩევლები შემოსახაზად“.

მისი თქმით, დაშინებისა და ზეწოლის გამო, დღეს საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად ამომრჩევლების მცირე ნაწილი მივიდა.
დარღვევებზე საუბრობს „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატი ჯუმბერ ინასარიძეც: „ამბები ატყდა ნაოხრებში. მე რომ მკითხონ, სულ უნდა გააუქმონ მაგ უბნის შედეგები. რაც შეეხება ამომრჩეველთა რაოდენობას, ნორმალური იყო“.

ვინ შეიძლება გაიმარჯვოს არჩევნებში, პროგნოზის გაკეთება უჭირს „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზის“ კანდიდატს ჯიმშერ გოგოლაურს. იგი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის დღევანელი ქმედება შედეგზე მათ სასარგებლოდ აისახა: „ჯგუფები ჩამოაყალიბეს, რომლებიც ყველა უბანზე იდგნენ და ინიშნავდნენ მომსვლელებს. რაც საქართველოს მასშტაბით ხდებოდა, ანალოგიური მდგომარეობა იყო აქაც, თანაბარ ვითარებაში არ ვიყავით“.

დემოკრატიულად აფასებს დღევანდელ არჩევნებს „ქართული ოცნება– დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზაზა მელიქიძე: „საარჩევნო პროცესმა ჩაიარა დემოკრატიულად, როგორც ველოდებოდით. არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა, ყველა ამომრჩეველს მიეცა საშუალება თავისი შეხედულებისამებრ დაეფიქსირებინა არჩევანი. მე ვმოძრაობდი უბნებზე და ზეწოლების შესახებ არ გვსმენია. ველოდებით შედეგებს“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

არჩევნების შედეგები – ახალციხე [სრული]
ცესკოს მონაცემებით ახალციხეში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს
ახალციხის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოლებს
31 კაცი და 1 ქალი – მერობის კანდიდატები სამცხე–ჯავახეთში
სამცხე–ჯავახეთში მერობის 31 და მაჟორიტარობის 321 კანდიდატია
სამცხე–ჯავახეთში მერობისთვის ბრძოლას ორი კანდიდატი გამოეთიშა
ახალციხის მერობის კანდიდატები მიღებულ შედეგებს აფასებენ