FM97.5 / LIVE

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

მთავარისაზოგადოება 26.05.2014
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხეში მესხური მრავალჟამიერით დაიწყო. 26 მაისისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები, 12:00 საათზე, ახალციხის ციხეში, ადგილობრივმა ანსამბლმა "მესხეთმა" გახსნა.

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ
ამ წუთებში ახალციხის ქვედა ციხის ამფითეატრში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი მიმდინარეობს.

პარალელურად, ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეჯიბრი მძლეოსნობაში, რომელშიც რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სპორტსმენები მონაწილეობენ.

უკვე გაიხსნა გამოფენებიც. ქვედა ციხეში შეგიძლიათ დაათვალიეროთ ხალხური რეწვის ნიმუშების, ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენები.

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

გახსნილია ღვინის ფესტივალი და წიგნების გამოფენა–გაყიდვა.

აქვე არიან სამხატვრო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მსურველებს სხვადასხვა ფიგურებით ალამაზებენ.

ციხის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე,„ქართული ოცნების“ მერობისა და გამგებლობის კანდიდატები, ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოსახლეობა.

ახალციხეში დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ

[თამარ თოთაძე, თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
რა იგეგმება 26 მაისს ახალციხეში
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა გაიხსნა
ახალციხეში ”თამარობისთვის” ემზადებიან
26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებათა განრიგი