FM97.5 / LIVE

ავტოავარიით დაზარალებულ გოგონას გამოკვლევები უტარდება

მთავარისამართალი » შემთხვევა 23.05.2014
ვალეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებულ 17 წლის გოგონას, სამედიცინო დაწესებულება „უნიმედი სამცხეში“, გამოკვლევები უტარდება.

ავტოავარიით დაზარალებულ გოგონას გამოკვლევები უტარდება
„უნიმედი სამცხეს“ მფლობელი კომპანია „ჩემი ოჯახის კლინიკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულ 17 წლის მ.დ-ს ამ წუთებში გამოკვლევები უტარდება.

„მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეტს ვერაფერს გეტყვით“, - ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეო ლალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ქალაქ ვალეში, სტალინის ქუჩაზე, მეორე საჯარო სკოლასთან, დღეს, დაახლოებით 12:50 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მოსწავლე მ.დ სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

„გამოცდა ჩავაბარეთ, სახლში მიდიოდა, რვეული უნდა დაეტოვებინა. გზაზე ერთად გადმოვდიოდით, მე დავინახე მანქანა, მაგრამ გაფრთხილება ვეღარ მოვასწარი. დაჯახების შემდეგ „კაპოტზე“ შეაგდო და ორჯერ დაატრიალა, შემდეგ ძირს გადმოვარდა“, - ამბობს დაზარალებულის კლასელი ნორაირ ავაკიანი.

მისივე თქმით, გოგონამ რამდენიმე წუთით გონება დაკარგა, თუმცა გონს მალევე მოვიდა: “სახეზე ჰქონდა დაზიანება და ფეხზე“.

ავტომანქანის მძღოლი, რომელიც ასევე ვალეს მკვიდრია, ამბობს, რომ სწრაფად არ მოძრაობდა, მაგრამ გოგონა უცბად გადავიდა გზაზე და დამუხრუჭება ვეღარ შეძლო.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევას საპარტულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველო სსკ–ის 276 - ე მუხლით იძიებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ივლიტასთან, ავტოავარიის დროს დაზარალებულ ქალს გამოკვლევები უტარდება
ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევას 28 წლის გოგონა ემსხვერპლა
ქვეითად მოსიარულე 13 წლის გოგონას ავტომანქანა დაეჯახა
ახალციხეში 8 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა ვალეში
ახალციხეში ქვეითად მოსიარულე გოგონას მანქანა დაეჯახა [Photo]
ახალციხეში 15 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა