FM97.5 / LIVE

საარჩევნო სიახლეებზე ცესკო ახალციხეში მედიას და ახალგაზრდებს ესაუბრა

მთავარისაზოგადოება 21.05.2014
ეთნიკური უმცირესობებისთვის საარჩევნო დოკუმენტაცია მათ ენაზე ითარგმნება, ამომრჩევლებს უბანზე ფოტოსურათებიანი სია, მცირემხედველებს კი კაბინაში გამადიდებელი ლინზა დახვდებათ.

საარჩევნო სიახლეებზე ცესკო ახალციხეში მედიას და ახალგაზრდებს ესაუბრა
ამ სიახლეების შესახებ ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს, 21 მაისს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესაუბრნენ.

პირველი შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შედგა. სიახლეების გაცნობის შემდეგ ახალგაზრდებმა თემაზე – „არჩევნები, როგორც დემოკრატიის წყარო“ დებატები გამართეს. გამარჯვებულები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

სიახლეებზე მეორე შეხვედრა ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, მედიის წარმომადგენლებთან გაიმართა.

„ეთნიკური უმცირესობებისთვის საარჩევნო დოკუმენტაცია მათთვის გასაგებ ენაზე ითარგმნება; ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი კომისიის წევრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება დამხმარე სახელმძღვანელო; გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე დახვდებათ ამომრჩეველთა ერთიანი სია ფოტოსურათით, მცირემხედველ ამომრჩევლებს კი სპეციალური გამადიდებელი ლინზა, რომლის დახმარებითაც შეძლებენ საარჩევნო ბიულეტენის დამოუკიდებლად შევსებას“, – ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კოორდინაციისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი სოფო სიჭინავა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ცესკო ახალციხეში სტუდენტებს შეხვდა
ცესკოს ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს
15 ივნისს 3,637 საარჩევნო უბანი გაიხსნება
ახალგაზრდებს, ვინც არჩევნებში პირველად მონაწილეობს, საარჩევნო პროცედურები გააცნეს
15:00 საათის მონაცემები აბასთუმნის საარჩევნო უბანზე
ცესკო:საარჩევნო უბნების 100% დათვლილია
'არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი' - საინფორმაციო შეხვედრა ახალციხეში