FM97.5 / LIVE

'რესპუბლიკელები' მესხეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებიან

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 10.06.2014
„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის გიორგი კოპაძის წინასაარჩევნო კამპანიას დაესწრნენ.

'რესპუბლიკელები' მესხეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებიან
„საქართველოს რესპუბლიკური პარტიის“ თავმდჯომარე ხათუნა სამნიძე და პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი სამცხე–ჯავახეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავენ.

8 ივნისს ისინი ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ, 9 ივნისს ახალციხეში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატთან ერთად გამართეს შეხვდრა, 10 ივნისს კი ასპინძის მუნიციპალიტეტში გაემგზავრნენ. დავით ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.

'რესპუბლიკელები' მესხეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებიან „ჩემი მხარდაჭერა კი არ სჭირდება ჩვენს კანდიდატებს, ან რომელიმე სხვა დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“, მე მინდა ვიყო თანაზიარი იმ წარმატების, რის მოლოდინშიც ვართ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე“, – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

წინასაარჩევნო შეხვედრა ახალციხეში ვარძიის ქუჩაზე გაიმართა. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი კოპაძემ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო და ამ უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ გოგოლაძე წარუდგინა.

როგორც დავით ბერძენიშვილი ამბობს, მაშინ როცა ახალციხეში ოპოზიციური საქმიანობა ჭირდა, თამარ გოგოლაძე ოპოზიციური აზრის ბურჯი იყო.

'რესპუბლიკელები' მესხეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებიან „მაშინ ჩვენ ძალიან ცოტა ხალხი გვხვდებოდა და მე ვალს ვუბრუნებ ამ ხალხს. პოლიტიკური კულტურა მოითხოვს, როცა გიჭირდა, ხალხს სთხოვდი შეხვედრას, ისინი კი რისკავდნენ და მოდიოდნენ, ახლა, როცა პოლიტიკურად გილხინს, არ დაამადლო აზრების მიწოდება, რას და როგორ აპირებ“, – ამბობს დავით ბერძენიშვილი და იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნება“ 15 ივნისს არჩევნებს მოიგებს და საქართველოში ერთ–ერთი საუკეთესო მერი ახალციხეს ეყოლება.

გიორგი კოპაძის თქმით, როგორც დავით ბერძენიშვილმაც აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა.

„ჩემი აზრითაც, ეს არის ყველაზე მთავარი, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია და თავისი ნების გამოხატვა შეუძლია. გარდა ამისა, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ იმ პრობლემებზე, რომელიც ქალაქს აწუხებს და აუცილებლად მოვაგვარებთ ჩემი მერობის შემთხვევაში“, – ამბობს გიორგი კოპაძე.

'რესპუბლიკელები' მესხეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებიან ვარძიის ქუჩის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ გოგოლაძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს თითოეული ქუჩა შემოიარა. მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან ერთად, გოგოლაძე პირველ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.

„ნომერ პირველ პრობლემად არამარტო ახალციხეში, არამედ მთელ საქართველოში რჩება დასაქმების პრობლემა. ეს ის პრობლემაა, რომელსაც მე მარტო ვერ მოვაგვარებ, თუმცა საკრებულოს, მერიის ერთობლივი მუშაობით, შეიძლება მოგვარდეს. გარდა ამისა, მე მაქვს ჩანაფიქრი ქალების დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ“, – ამბობს თამარ გოგოლაძე.

'რესპუბლიკელები' მესხეთში წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრებიან ვარძიის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს კარგად იცნობენ და იმედი აქვთ, რომ დანაპირებს შეასრულებენ.

„ჩვენ ამ ხალხის კმაყოფილები ვართ და იმედი გვაქვს, რომ ახალციხელებს გაუმართლებენ იმედებს და ყველა პრობლემას მოაგვარებენ“, – ამბობს ადგილობრივი ეკატერინა ლომიძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ოცნების' მერობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო
”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს

'ქართული ოცნების' კანდიდატები მოსახლეობას ხვდებიან [R]


ენზელ მკოიანი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგძობს [R]
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს [R]