FM97.5 / LIVE

ბორჯომში სანაპიროს სკვერის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება

მთავარიეკონომიკა 08.09.2015
ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე სანაპიროს სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 558 064 ლარი გამოიყო.

ბორჯომში სანაპიროს სკვერის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, რუსთაველის ქუჩაზე სანაპიროს სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში ძველი ფილებისა და სხვა სამშენებლო კონსტრუქციების დემონტაჟი მოხდა, სკვერის მთელ პერიმეტრზე მოეწყო ახალი ბორდიურები, დაიგო გრანიტისა და ბაზალტის ფილები. მოწესრიგდა სავალი ბილიკები.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე პერგოლების მონტაჟი და სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მოწესრიგდება ასევე სარწყავი სისტემა.

"სკვერის რეკონსტრუქციის ფარგლებში დაგეგმილია რუსთაველის მოედნის გაერთიანება სანაპირო სკვერთან, გათვალისწინებულია ეფექტური განათება, გაზონებისა და დასაჯდომი ადგილების მოწყობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობისა და გაჩერების მოსაწესრიგებლად მოეწყობა მრგვალი ფორმის გაზონი და დამატებითი ადგილი მანქანების გასაჩერებელი", – განმარტავენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

რუსთაველის ქუჩაზე არსებული სანაპირო სკვერის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 558 064 ლარი გამოიყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებ შპს "ანელო" ასრულებს.

[თამარ თოთაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ბორჯომის სანაპირო სკვერის კეთილმოწყობა სრულდება
ბორჯომში, 9 აპრილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდა
ასპინძაში დეკორატიული ღობეებისა და სკვერის  მშენებლობა მიმდინარეობს
ახალციხეში ცხრა აპრილის სკვერის მშენებლობა განახლდა
ლიკანში  2 მისამართზე სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ®

ასპინძის  ცენტრალურ გზაზე  სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს