FM97.5 / LIVE

ახალციხის მერობის ოთხი კანდიდატიდან 2–მა არჩევანი უკვე დააფიქსირა

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 15.06.2014
ახალციხის მერობის 4 კანდიდატიდან ორმა: გელა დემეტრაძემ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" და გოჩა ათოშვილმა, "სალომე ზურაბიშვილი საქართველოს გზიდან" არჩევანი N28–ე ახალციხის საარჩევნო უბანზე დააფიქსირეს.

ახალციხის მერობის ოთხი კანდიდატიდან 2–მა არჩევანი უკვე დააფიქსირა

საარჩევნო უბანზე ორივე კანდიდატი თითქმის ერთდროულად მივიდა.

გელა დემეტრაძე საარჩევნო უბანს სიის პირველ ნომერთან, ზურა სადათიერაშვილთან ერთად ესტუმრა.

"ხმა მივეცი ნათელ მომავალს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. ვის მივცემდი ხმას, ცხადია საიდუმლო არ არის. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ექსცესების გარეშე ჩაივლის", – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

ახალციხის მერობის ოთხი კანდიდატიდან 2–მა არჩევანი უკვე დააფიქსირა

დემეტრაძის მისვლიდან რამდენიმე წუთში მივიდა ამავე უბანზე მერობის მეორე კანდიდატი გოჩა ათოშვილი. მერობის კანდიდატი უბანზე შვილთან ერთად მივიდა, რომელიც ასევე სრულწლოვანია და ამომრჩეველია.

გოჩა ათოშვილმა განაცხადა, რომ ხმა მისცა საქართველოს უკეთეს მომავალს, თუმცა, გელა დემეტრაძისგან განსხვავებით, მან განაცხადა, რომ არჩევნების მშვიდად დასრულების იმედი ნაკლებად აქვს: "რამდენიმე კვირის წინ მძიმე სიტუაციები იყო და ამდენად, არ ვარ დარწმუნებული, რომ დღე ექსცესების გარეშე ჩაივლის".

ახალციხის მერობის ოთხი კანდიდატიდან 2–მა არჩევანი უკვე დააფიქსირა

ამავე უბანზე დააფიქსირებს არჩევანს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გიორგი კოპაძეც. იგი ჯერ უბანზე არ მისულა.

უბანზე 1128 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 09:50 საათის მდგომარეობით არჩევანი უკვე დააფიქსირა 80–მა ამომრჩეველმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი: დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ

ახალციხეში საარჩევნო უბნები გაიხსნა
მაჟორიტარობის კანდიდატი საარჩევნო უბანზე
არლის უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა [ვიდეო]
ადიგენში, N1 უბანზე, ამომრჩეველმა არჩევანი ვერ დააფიქსირა
N2 აბასთუმნის საარჩევნო უბანზე პირველი ამომრჩეველი მივიდა