FM97.5 / LIVE

ახალციხეში, თამარაშვილის ხიდიდან ფოცხოვში ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა

მთავარისამართალი » შემთხვევა 14.05.2014
გუშინ, 13 მაისს, ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ხიდიდან მდინარე ფოცხოვში ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა. მას მაშველები ექვსი საათის განმავლობაში ეძებდნენ.

ახალციხეში, თამარაშვილის ხიდიდან ფოცხოვში ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა
მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება 13:30 საათზე შევიდა. მაშველები დაკარგულს 19:00 საათამდე ეძებდნენ.

„გადავკეტეთ მდინარე, მობილიზდა სამაშველო სამსახური“, - ამბობს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი კობა კურტანიძე.

მისი თქმით, უშედეგო ძებნის შემდეგ, თამარაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული „PSP“- ს აფთიაქისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. ჩანაწერებიდან გაირკვა, რომ ახალგაზრდა უვნებელი გადარჩა.

„ჩანაწერებში ჩანს, რომ ოთხი ახალგაზრდა მიდის ხიდზე და მათ შორის ერთ-ერთი მდინარეში ხტება. ასევე, ჩანაწერებში ჩანს, უკვე მდინარიდან ამოსული, სველი როგორ ბრუნდება უკან. ალბათ გაცურა, შესაძლოა ნაპირზეც ჩაეჭიდა რამეს და ამოვიდა“, - ამბობს კურტანიძე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

16 წლის ბიჭი ხიდიდან გადახტა
ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მდინარეში გადახტა
კობა კურტანიძემ სამაშველო სამსახური დატოვა
ახალციხეში, მდინარეში გადამხტარი ქალის მდგომარეობა მძიმეა
მდინარე ფოცხოვში აბასთუმნელი ახალგაზრდა დაიხრჩო
ბორჯომში, მდინარე მტკვარში 37 წლის მამაკაცს ეძებენ
ახალციხეში ახალგაზრდა მამაკაცი ხიდიდან გადავარდა