FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მდინარეში გადახტა

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 24.02.2019
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, ხიდიდან ახალგაზრდა ქალი მდინარე ფოცხოვში გადახტა. თვითმხილველებმა იგი წყლიდან ცოცხალი გამოიყვანეს, თუმცა ვიდრე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი მოვიდოდა, გოგონამ გონება დაკარგა.

ახალციხეში ახალგაზრდა ქალი მდინარეში გადახტა

შემთხვევა, დღეს, 24 თებერვალს, დაახლოებით, 15:00 საათზე მოხდა. როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, გოგონა, რომელიც ხიდიდან გადახტა ახალგაზრდა ქალთან ერთად იმყოფებოდა: „ეს ქალი ცდილობდა მის დაკავებას, მაგრამ ხელი გააშვებინა და გადახტა. ამის მერე გადახტომას მეორე ქალიც ცდილობდა, მაგრამ ქუჩაში გამვლელებმა გააკავეს“.

25 წლამდე ქალი წყლიდან ფაქტის შემსწრე სამმა კაცმა გამოიყვანა: „რომ გამოვიყვანეთ ცოცხალი იყო, მაგრამ ვიდრე სასწრაფო მოვიდა გაითიშა“.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. „სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით, მას მრავლობითი მოტეხილობა აქვს, შოკშია და აპარატზეა შეერთებული.

რედაქცია საავადმყოფოდან ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე ელოდება.

მომხდარის შესახებ სამაშველო სამსახურში შეტყობინება არ შესულა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, ქალი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ადგილობრივი არ არის.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქალი, რომელიც წყალში, თავის მოკვლის მიზნით გადახტა, საავადმყოფოდან გაწერეს
ახალციხეში, მდინარეში გადამხტარი ქალის მდგომარეობა მძიმეა
16 წლის ბიჭი ხიდიდან გადახტა
ახალციხეში, წყალში გადამხტარი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ახალციხეში, თამარაშვილის ხიდიდან ფოცხოვში ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა
ბორჯომში, მდინარე მტკვარში  შუახნის ქალი გადახტა [video]
ბორჯომში  ახალგაზრდა ქალი მოქალაქეებმა დახრჩობას გადაარჩინეს