FM97.5 / LIVE

ახალციხის ცენტრში კორპუსების ფასადებს შეღებავენ

მთავარისაზოგადოება 08.05.2014
ახალციხის ცენტრში მდებარე სამი კორპუსის ფასადის შესაღებად, გამგეობის ყოფილი შენობის სარეაბილიტაციოდ, ნაგავმზიდისა და ნაგვის კონტეინერების შესაძენად, ახალციხის ბიუჯეტიდან 2014 წელს 580.000 ლარს დახარჯავენ.

ახალციხის ცენტრში კორპუსების ფასადებს შეღებავენ
ახალციხის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სამი კორპუსის ფასადის შესაღებად, 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 112.670 ლარია გამოყოფილი.

მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე კოსტავას ქუჩაზე მდებარე, გამგეობის ყოფილ შენობას. ამისთვის, ადგილობრივ ბიუჯეტში 317.000 ლარია გათვალისწინებული.

110.000 ლარით ნაგავმზიდს შეიძენენ, 40.000 ლარით კი ნაგვის კონტეინერებს.

ახალციხის მუნიცპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი მალხაზ ჟუჟუნაძე ამბობს, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე ერთი ნაგავმზიდი ჰყავს, მეორე მანქანის შეძენით კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, თვითმმართველობას ქონების გაყოფა გაუადვილდება: „ერთი მანქანა თვითმმართველ ქალაქს დარჩება, მეორე კი მუნიციპალიტეტს გადაეცემა“.

რაც შეეხება ნაგვის კონტეინერებს, მალხაზ ჟუჟუნაძე ამბობს, რომ ახალ კონტეინეტრებს ქალაქის ქუჩებში გაანაწილებენ, ძველი ურნები კი შესაძლოა სოფლებში დადგან.

ჟუჟუნაძის მტკიცებით, აღნიშნული ოთხი პროექტის გარდა, მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან კიდევ 10–მდე პროექტი დაფინანსდება.

„სანამ ჩვენ ვიქნებით, ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს პროექტები განვახორციელოთ. ხოლო ჩვენს მერე ვინც იქნება იმ პროცესში გადავცემთ, რა პროცესშიც იქნება იმ დროისთვის“, – განმარტავს მალხაზ ჟუჟუნაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრში კორპუსების ფასადებს ღებავენ
ახალციხის თემი ნაგვის კონტეინერებს ყიდულობს
ახალციხის სოფლებში ნაგვის კონტეინერებს დადგამენ
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალციხეს 3 პროექტი დაუმტკიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტში ქონების გაყოფისთვის ემზადებიან
კომპანია,  რომელმაც კორპუსების ფასადები შეღება 8 000 ლარით დააჯარიმეს
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა