FM97.5 / LIVE

გაერომ წაღვერში გიდები გადაამზადა

მთავარისაზოგადოება 05.05.2014
წაღვერში, საკურორტო და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, პროექტის 14 მონაწილე გადაამზადეს.

გაერომ წაღვერში გიდები გადაამზადა
გიდებმა ხუთკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. ტურიზმის ტერმინების დეფინიცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, მოგზაურობა და კულტურული შოკი, მარშრუტის დამუშავება, სამგზავრო ინფორმაციის ტექსტი და მისი მომზადება, სამახსოვრო ტექსტების მომზადება, სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტის შემადგენელი ელემენტები, მოქცევის ეტიკეტი და დიალოგი ტურისტთან - იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომლებზეც გიდებს ტრენინგები ჩაუტარდათ.

გაეროს განვითარების პროგრამის - „მდგრადი განვითარება და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობა“ - ფარგლებში, გიდები, ასოციაცია „ტოლერანტთან“ არსებული სასწავლო-პროფესიულმა ცენტრმა „პროფესიონალმა“ გადაამზადა. პრეოქტის ფინანსური მხარდამჭერი ფინეთის მთავრობაა.

ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარის ცირა მესხიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში წაღვერში ტურისტული ცენტრიც გაიხსნა: „ასე ჩვენ ხელს შევუწყობთ წაღვერის საკურორტო და ტურისტული პოტენციალის განვითარებას. ახალგაზრდებს გადამზადების შემდეგ სამომავლოდ ძალიან ბევრი კარგი იდეა გაუჩნდათ“.

გადასამზადებელი კურსი 14-მა მონაწილემ გაიარა, თუმცა კურსი 10-მა დაასრულა. პროექტის ფარგლებში მომავალ ტურისტულ სეზონზე გადამზადებული გიდების დასაქმება იგეგმება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

”ტოლერანტმა” პირობით მსჯავრდებულთა პროექტის შედეგები შეაჯამა
”ტოლერანტის” ანგარიში საზოგადოებას
ახალციხესა და ბორჯომში საარჩევნო განვითარების სკოლები გაიხსნა
”მესხეთის ტურები” გიდების გადამზადებას იწყებს
‘ტოლერანტი’ შშმ პირების უფლებების დაცვას იწყებს
ქართველმა და სომეხმა ახალგაზრდებმა ისტორიული ძეგლები მოინახულეს
შშმ პირების უფლებების დაცვისთვის ახალი პროექტი დაიწყო