FM97.5 / LIVE

დედამიწის დღე ახალციხეში ერთი დღის დაგვიანებით აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 23.04.2014
რა არის კლიმატის ცვლილება; რატომ არის დედამიწაზე დღეს ისეთი პირობები, როგორიც არის და რა როლი ეკისრება თითოეულ ადამიანს დედამიწის გადარჩენაში - ახალციხეში დედამიწის დღე, 22-ის ნაცვლად, 23 აპრილს აღნიშნეს.

დედამიწის დღე ახალციხეში ერთი დღის დაგვიანებით აღნიშნეს
შეხვედრა „ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში", ცენტრის ორგანიზებით მოეწყო. საკითხზე ახალციხის პირველი და მეექვსე საჯარო სკოლის „ეკო კლუბის“ წევრებმა და „საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ნუგზარ თათეშვილმა იმსჯელეს.

„სკოლის მოსწავლეები, ეს ზუსტად ის კარგი სამიზნე ჯგუფია, ვისთან ერთადაც მეტი უნდა ვიმუშავოთ. მსოფლიოს უდიდესი მოსახლეობა ამ პრობლემით არის შეწუხებული, ყველა ამაზე საუბრობს, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტამ თუ იცის რა არის კლიმატის ცვლილება“, - ამბობს ნუგზარ თათეშვილი.

შეხვედრაზე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი, სახელწოდებით „სახლი“.

„ეს ფილმი გადაღებულია კლიმატის ცვლილებებზე და იმაზე, თუ როგორი იყო დედამიწა რამდენიმე საუკუნის წინ, როგორ იცვალა ადამიანების მიერ ბუნებაში ჩარევით სახე და რა მდგომარეობა გვაქვს დღეს“, - განმარტავს თათეშვილი.

მსოფლიოში დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა. ამ დღის დაარსების ინიციატივა ამერიკელი გარემოსდამცველის, სენატორ გეილორდ ნელსონის სახელს უკავშირდება. ეს დღე გეოლორდ ნელსონმა 1970 წელს, მას შემდეგ დააარსა, როცა სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. მისი მოწოდებით მაშინ 20 მილიონი ამერიკელი გამოვიდა დედამიწის დასაცავად.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა. ყოველი წლის 22 აპრილს, სხვადასხვა ღონისძიებაში 195-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, დედამიწაზე გარემოს გაუმჯობესების მიზნით მონაწილეობს. საქართველო 1990 წლიდან შეუერთდა იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც დედამიწის დღე აღინიშნება.

დედამიწის დღე ახალციხეში ერთი დღის დაგვიანებით აღნიშნეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

22 აპრილს, დედამიწის დღეს, ახალციხე არ შეუერთდება
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა
დასუფთავების მასშტაბური აქცია სამცხე–ჯავახეთში დედამიწის დღეს
ახალციხეში დედამიწის დღე აღნიშნეს
ბორჯომში „დედამიწის საათს“ აღნიშნავენ
საქართველოში ‘კლიმატის ცვლილებების კვირეული’ მიმდინარეობს