FM97.5 / LIVE

დასუფთავების აქციას ახალციხეშიც შეუერთდნენ

მთავარისაზოგადოება 20.09.2013
ადგილობრივი თვითმმართველობის, საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

დასუფთავების აქციას ახალციხეშიც შეუერთდნენ
20-21-22 სექტემბერს საქართველოში აქცია „დავასუფთაოთ საქართველო - დავასუფთაოთ მსოფლიო“ ტარდება. რომლის ფარგლებშიც დღეს ახალციხის ხელოვნური ტბის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან დაასუფთავეს.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის, საჯარო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

„უკეთესი იქნება, რომ მსგავსი აქციები წელიწადში ერთხელ კი არა, უფრო ხშირად ტარდებოდეს. როცა ჩვენ თვითონ დავასუფთავებთ ჩვენს ქალაქს, მეტად გავუფრთხილდებით და აღარ დავანაგვიანებთ. უბრალოდ ხალხი უნდა მივიდეს იმ შეგნებამდე, რომ გარემო არ დააბინძუროს“, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ასპანიძე.

დასუფთავების აქცია "დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში“ პროექტის ფარგლებში ტარდება, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო", მდგრადი განვითარების კავშირი "ეკოხედვა" და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი "ორქისი", შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით.

„დასუფთავების აქციები მთელი რეგიონის მასშტაბით ტარდება, ხვალ დაგეგმილი გვაქვს აბასთუმნის პარკის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. ყველას აქვს შესაძლებლობა საკუთარი ქუჩა, ეზო და სხვა დაბინძურებული ტერიტორია დაასუფთაოს“, - ამბობს პროექტის კოორდინატორი ხათუნა ხმალაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ტბის მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ
დღეს “დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანია დაიწყო (R)
დასუფთავების მასშტაბური  აქცია ახალციხეში
აქცია 'დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო' ახალციხეში ®
ახალციხეში დასუფთავების აქცია მიმდინარეობს
სამცხე – ჯავახეთში არაკონტროლირებად ნაგავსაყრელებზე იმსჯელეს
დასუფთავების აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში