FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთი დასუფთავების საყოველთაო აქციას შეუერთდა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 15.09.2018
15 სექტემბერი მსოფლიო დასუფთავების დღეა. ამასთან დაკავშირებით სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებში საყოველთაო დასუფთავების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობას მხარის გუბერნატორი და თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები იღებდნენ.

სამცხე–ჯავახეთი  დასუფთავების საყოველთაო აქციას  შეუერთდა [Photo]
დასუფთავების აქციის „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ააიპ -ების თანამშრომლებმა ახალგაზრდებთან ერთად, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორია დაასუფთავეს.

სამცხე–ჯავახეთი  დასუფთავების საყოველთაო აქციას  შეუერთდა [Photo]

საყოველთაო დასუფთავების აქციას შეუერთდა ასპინძაც. მუნიციპალიტეტის მერმა, ააიპ–ებისა და საკრებულოს თანამშრომლებთან, ასევე ადგილობრივებთან ერთად, ასპინძის ცენტრალური მაგისტრალი, წუნდის ტბასთან და ვარძიამდე მისასვლელი გზა დაასუფთავეს.

სამცხე–ჯავახეთი  დასუფთავების საყოველთაო აქციას  შეუერთდა [Photo]

დღესვე, აქციას შეუერთდნენ ადიგენშიც. თვითმმართველობის ხემძღვანელმა პირებმა აქ, დაბა ადიგენის და დაბა აბასთუმანის ქუჩები, ასევე გზის მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს.

სამცხე–ჯავახეთი  დასუფთავების საყოველთაო აქციას  შეუერთდა [Photo]

მასშტაბურ დასუფთავების აქციაში დილიდან ჩაერთვნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელები, ყველა ა(ა)იპ სამსახურისა და „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლები. პოლიეთილენის პარკებისაგან და ბოთლებისაგან გაიწმინდა ბორჯომის მიმდებარე ტერიტორიები, დასუფთავების აქციები ჩატარდა ასევე მუნიციპალიტეტის დაბებში და სოფლებშიც.

სამცხე–ჯავახეთი  დასუფთავების საყოველთაო აქციას  შეუერთდა [Photo]

ბორჯომში მოაწყვეს დასუფთავების აქცია, სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა. მათ, ლიკანში, გზის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

სამცხე–ჯავახეთი  დასუფთავების საყოველთაო აქციას  შეუერთდა [Photo]

მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და ადგილობრივებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთო ახალქალაქი და ნინოწმინდაც.

სამცხე–ჯავახეთი  დასუფთავების საყოველთაო აქციას  შეუერთდა [Photo]

„მსოფლიო დასუფთავების დღის“ მიზანი, მყარი ნარჩენების პრობლემასთან ბრძოლაა. მასში მონაწილეობას 200–მდე ქვეყანა იღებს დევიზით: “Let’s Do it! World” – “მოდით გავაკეთოთ ეს მსოფლიოსთვის!“

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო
დასუფთავების აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში
დასუფთავების აქციას ახალციხეშიც შეუერთდნენ
დასუფთავების აქცია ახალციხეში
დაბა წაღვერში დასუფთავების აქცია გაიმართა
დასუფთავების აქცია აბასთუმანში ®

დასუფთავების აქცია ბორჯომში ცნობილი ადამიანების მონაწილეობით