FM97.5 / LIVE

ახალციხეში 2013 წლიდან დარჩენილი 3 პროექტიდან, 1 დღეს დასრულდება

მთავარიეკონომიკა 16.04.2014
ახალციხის მუნიციპალიტეტში 2013 წლიდან დარჩენილი სამი ინფრასტრუქტურული პროექტიდან, ერთი, 9 აპრილზე სკვერის მშენებლობა, დღეს უნდა დასრულდეს. თუ მშენებელი დღის ბოლოს პროექტს არ ჩააბარებს, ხვალიდან ჯარიმა დაეკისრება.

ახალციხეში 2013 წლიდან დარჩენილი 3 პროექტიდან, 1 დღეს დასრულდება
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული 19 პროექტიდან, ახალციხემ გასულ წელს სამის დასრულება ვერ მოასწრო. აქედან, ერთ-ერთი ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, სკვერის მშენებლობაა.

9 აპრილის ქუჩაზე სკვერის მოწყობისა და კორპუსებთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტი 400,000 ლარით დაფინანსდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებლის მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, 9 აპრილზე სკვერის მშენებელ ფირმას „კენტავრი და კომპანიას“ სამუშაოების დასრულების ვადა დღეს ეწურება: „თუ ვერ დაასრულებენ, მაშინ მეორე დღიდანვე ჯარიმა დაერიცხებათ“.

სკვერის მშენებელი კომპანიის მთავარი ინჟინერი ნოდარ ბალახაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის სკვერში მხოლოდ 10 კვადრატულ მეტრზე დარჩა ფილები დასაგები და დღის ბოლომდე მასაც დაასრულებენ. მანამდე კი ახალგაკეთებული სკვერიდან სამშენებლო ნარჩენი გააქვთ.

რაც შეეხება დანარჩენ ორ პროექტს, მალხაზ ჟუჟუნაძის თქმით, თვის ბოლომდე აქვს სამუშაოების დასრულების ვადა ახალციხეში, ჯაყელის ქუჩაზე გზის მშენებელ კომპანიას. „ასტორიამ“ პროექტში კორექტირება შეიტანა.

„30-40 მეტრის ფეხით სავალი ბორდიული დაემატა. ეს თავიდან პროექტში გათვალისწინებული არ იყო, მაგრამ ახლა ჩავსვით. ამისთვის თანხის დამატება არ გვიწევს და ვფიქრობ მშენებელი ფირმა ვადებში ჩაეტევა“, - ამბობს ჟუჟუნაძე.

რაც შეეხება მესამე გარდამავალ პროექტს, მუსხი-ხეოთის გზას, მისი მშენებლობა გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. აღნიშნული პროექტის მშენებლობის გამო აქ კერძო საკუთრებაში არსებული ბაღები დაზიანდა. საქმეს ასპინძის რაიონული სამმართველო სსკ-ის 87-ე მუხლით იძიებს, რაც სხვისი ქონების დაზიანებას გულისხმობს. ამავე პროექტის მშენებლობისას დაზიანდა ამ ტერიტორიაზე არსებული კულტურული ძეგლი, ამის გამო კი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა რიგ საკითხებს კულტურის სამინისტროსთან არკვევს.

მალხაზ ჟუჟუნაძის განცხადებით, ვიდრე ყველა პროექტი ხარისხიანად არ შესრულდება, არ ჩაიბარებენ: „ხალხი უნდა იყოს კმაყოფილი, თორემ ისე პროექტს ვერ მივიღებ“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ცხრა აპრილის სკვერის მშენებლობა განახლდა
რატომ ვერ დასრულდება მუსხი-ხეოთის გზის მშენებლობა დათქმულ ვადაში?
ახალციხეში დაგეგმილი 19 პროექტიდან, 3 გარდამავალ პროექტებში გადავიდა
მუსხი–ხეოთის გზის მშენებლობა არც მომავალ წელს დასრულდება
საბარგო სადგურზე გზის მშენებლობის დასრულების ვადა დღეს იწურება
ბორჯომში დაგეგმილი 5 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 2 ჯერ არ დასრულებულა
საბარგო სადგურზე გზის მშენებლობა დასრულდა