FM97.5 / LIVE

ჩანგრეული ასფალტი ახალციხეში, ძველ ბაზართან [photo]

მთავარიფოტოამბავი, შემთხვევა 15.04.2014
ახალციხეში, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ივერიელის ქუჩის დასაწყისში, 5 დღეა ასფალტის საფარია ჩანგრეული, თუმცა, აღნიშნულით არავინ დაინტერესებულა.

ჩანგრეული ასფალტი ახალციხეში, ძველ ბაზართან [photo]

ქუჩაზე მიმავალი მოქალაქე ან მანქანა შემთხვევით თხრილში რომ არ ჩავარდეს, ამ ადგილას მდებარე მაღაზიების მეპატრონეებმა, თხრილში პლასტმასის მაღალი ჯოხები ჩაარჭეს. ამბობენ, რომ ერთი მანქანა უკვე ჩავარდა და ასე ამიტომ მოიქცნენ.

ამ გზის გავლა დღის განმავლობაში არაერთ მოქალაქეს უწევს. მათ, ვინც ძველ ბაზარში, ან ამ ქუჩაზე მდებარე პლასტმასებისა და წვრილმანების მაღაზიებში მიდის, ან მათ, ვინც ივერიელისა და ნიკოლაძეების (ქალაქის ამ ნაწილში ნიკოლაძის 4 ქუჩაა)ქუჩაზე ცხოვრობს.

ახალციხის რწმუნებულმა დავით სამსონიძემ დაზიანებული გზის შესახებ „სამხრეთის კარიბჭესგან“ შეიტყო. სამსონიძე ირწმუნება, რომ ამ საკითხით დაინტერესდება და ჩანგრეული მონაკვეთის აღდგენაზე იზრუნებს. თუმცა, როდის შეკეთდება ივერიელის ქუჩაზე დაზიანებული ასფალტის საფარი, სამსონიძე ვერ აკონკრეტებს.

ჩანგრეული ასფალტი ახალციხეში, ძველ ბაზართან [photo]

ჩანგრეული ასფალტი ახალციხეში, ძველ ბაზართან [photo]

ჩანგრეული ასფალტი ახალციხეში, ძველ ბაზართან [photo]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის ქუჩაზე გზის სავალი  ნაწილია ჩანგრეული
რატომ ჭიანურდება კოსტავას ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების შეცვლა
მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ
დაზიანებული ფილები თამარ მეფის ქუჩაზე [Photo]
გორგასლის ქუჩაზე დაზიანებული ასფალტის აღდგენას ითხოვენ
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
ახალციხეში მიქუტიშვილის ქუჩაზე მშენებარე გზის გაფართოებას ითხოვენ